კვირა, მარტი 22, 2026

ილია მეორე: განკითხვა დამღუპველია, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს

განკითხვა დამღუპველია, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის ლოცვის შესრულების შემდეგ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა შენდობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, მრევლს ლოცვისკენ, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.

„დღეს არის დღე, რომლის დროს ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერად, უნდა დატოვოს განკითხვა და შეუდგეს სულიერ აღმავლობას. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება – ლოცვა, მარხვა, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, ყველაფერ ამას ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ არა საკმარისად. ღმერთო, „მოგვანიჭე ჩვენ განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა“.

ამდენი წელია, ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ამდენი წელია, მე გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს. როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს თავის ცოდვებს. წმინდანებს ეკითხებიან, რა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთ? წმინდა მამები პასუხობენ – ილოცე და იშრომე.

ჩვენც უნდა შევასრულოთ, უნდა დავინახოთ გაჭირვებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს გარშემო, ჩვენს ოჯახებში, სამსახურში, ჩვენს ხალხში. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. მათ შორის, სასულიერო პირებიც, მეც მათ შორის. მითქვამს თქვენთვის, რომ ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც. ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმე ცოდვად, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა, მაგრამ ადამიანი არ შეიძლება, იყოს უცოდველი. ადამიანს გონებაში ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს მას განცდა, თვისთა ცოდვათა, ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს, ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის.

მინდა, გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, მადლობა უფალს, რომ გვაძლევს სულიერებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით, თავის თავს თვლიან წმინდანად და სხვებს – ცოდვილად. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება, დავინახოთ ჩვენი თავი, ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე“, – განაცხადა ილია მეორემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გააოცებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები