რას უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა ყურადღება პროგრამების არჩევისას – გამოცდების ეროვნული ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. აბიტურიენტების ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხები ონლაინ ღია კარის დღეების დასრულების შემდეგ ქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა 2021 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესთან, ასევე მათ შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ამჯერად გურიასა და აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიაწოდეს.
„ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის Microsoft Teams-ის პროგრამით 2020 წლის ნოემბრიდან იმართება. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათთვის, ვინც შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო, ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ამზადებს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე.
ონლაინშეხვედრა უკვე შედგა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან. ღია კარის დღეები ასევე ჩატარდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების მეთორმეტეკლასელებთანაც.
შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ღია კარის დღის კონკრეტული თარიღის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. დეტალური ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნდება“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...