ნიკუშა შენგელაია: გაუთავებელი ჩანაწერები, დაბრალებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მოვიდა
გაუთავებელი ჩანაწერები, დაბრალებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მოვიდა. ეს არის ტიპიური ჩეკისტური მეთოდი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდია რევოლუცია და ერთპიროვნული ავტორიტარული რეჟიმის დამყარება.
„მათ სხვა არ იციან, არც ტვინი, მორალი და გონიერება ჰყოფნით. სახელმწიფოსა და პარლამენტის ვალია საზოგადოება დაიცვას მედიაფსიქოლოგიური ტერორისგან. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, მაუწყებლობის შესახებ კანონი დევს პარლამენტში, დღესვე ამოიღონ ეს კანონი და სასწრაფოდ მისი განხილვა დაიწყონ, რადგან ეს კანონი არის მოცემულობა, ჩვენი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.
ეს არის ჩარჩო კანონი, რომელიც არის გაკეთებული სპეციალისტებისა და ჩვენი მარეგულირებელი კომისიისა და ეს ჩარჩო არის ასოცირების ქვეყნებთან გაკეთებული. ახლა უკვე ევროკავშირს ახალი აქვს წევრებთან. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ წელს ჩვენი ქვეყანა უნდა წარვადგინოთ როგორც სრულუფლებიანი წევრი, ეს კანონი ძალაში უნდა შევიდეს. სხვანაირად ეს პრობლემა არ გვარდება. ეს არის საზოგადოებაზე მედიაფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც კანონით უნდა მოგვარდეს. მიყურადებაზე, თვალთვალზე უნდა გამკაცრდეს კანონი. მთელი ცივილური სამყარო შეთანხმდა, რომ ეს არის უზნეობა. ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა არის მიუღებელი საქციელი.
ამაზე ამაზრზენი რა უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკური ინტერესებისთვის შვილებს იყენებდნენ. არასრულწლოვან შვილებს, სხვა მათ არაფერი შეუძლიათ. მათი პრობლემა ივანიშვილი და ოცნება კი არ არის, მათი პრობლემა არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...