ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

თეა წულუკიანი ოპოზიციას: თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ

ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“, ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას, ამ უკანონო ჩანაწერებს უსირცხვილოდ ამონტაჟებენ და ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ, მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებდი ვინ გააკეთა ეს უკანონო ჩანაწერი, ვინ გაიტანა და სად გაიტანა, ასევე როგორ, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 3D მოდელირებით შექმნილი უნიკალური მასალა უსასყიდლოდ გადაეცა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ვებაპლიკაციების განვითარებისა და ახალი სტუდენტური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების მიზნით, სტუ-ის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა 3D მოდელირებით შექმნილი უნიკალური მასალა, აპლიკაციები და მაღალი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკა უსასყიდლოდ გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელს შორის შეხვედრისას გახდა ცნობილი.შეხვედრაზე, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები, ასევე სამეცნიერო-აკადემიური წრეები ესწრებოდნენ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განსაკუთრებული ყურადღება საუნივერსიტეტო სივრცეში თანამედროვე კვლევების გაძლიერების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე ინოვაციების განვითარების შესაძლებლობებს დაუთმო.დავით გურგენიძის განცხადებით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ წლების მანძილზე შეგროვებული უნიკალური მასალა, რომელიც მოიცავს 3D მოდელირებით შესრულებულ მსოფლიოს ღირსშესანიშნაობათა დიდ უმრავლესობას, ასევე ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს და მათთან დაკავშირებულ აპლიკაციებს, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრს გადაეცემა. როგორც რექტორმა აღნიშნა, ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტორ ბესიკ კეკელიას უშუალო მენტორობით, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები აღნიშნული მასალების გამოყენებით შეძლებენ ახალი 3D ვებაპლიკაციების შექმნას და ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას.„უნივერსიტეტისთვის, მისი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი უნიკალური რესურსებით მუშაობა, რომლებიც კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან და ასტიმულირებს ახალგაზრდების პრაქტიკულ და თეორიულ განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული 3D მოდელირებით შექმნილი მასალები და აპლიკაციები ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მისცემს რეალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მაღალი ხარისხის ციფრულ პროდუქტებზე, შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიური უნარები და უნივერსიტეტში შეძენილი თეორიული ცონდა რეალურ პროექტებში გამოსცადონ. ვფიქრობთ, ამ მდიდარი მასალისა და რესურსის დამუშავება წარმატებით განხორციელდება ჩვენი უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში, სადაც დოქტორ ბესიკ კეკელიას მენტორობით, ახალგაზრდები შექმნიან ახალ 3D ვებაპლიკაციებს, ახალ ინოვაციურ კვლევით პროექტებს, საფუძველს ჩაუყრიან სტუდენტურ სტარტაპებს. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და გააძლიერებს მატ კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე.უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიან, წარმატებულ და ინოვაციებზე ორიენტირებულ ბიზნესმენებთან პარტნიორობა, რადგან ამით იქმნება მყარი საფუძველი კვლევებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის პროგრესს უწყობს ხელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდი დავით ხიდაშელს მხარდაჭერისთვის, კვლევითი პროექტების დაფინანსებისა და სამეცნიერო სივრცის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და ჩვენს ახალგაზრდებს კონკრეტულ შედეგებს მოუტანს“, - აღნიშნა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და ახალი პროექტებისა და სტარტაპების დაფინასებისთვის მზაობა გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ დავით ხიდაშელმა სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრს ასევე უსასყიდლოდ გადასცა ორი ერთეული მაღალი ხარისხის კომპიუტერულ ტექნიკა, რაც ცენტრის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და სასწავლო-სამეცნიერო პროცესს გააუმჯობესებს.

გია ვოლსკი: ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად, არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ფასების თემა პრიორიტეტულია და ფაქტია, რომ სწრაფად არის მისაღები შესაბამისი გადაწყვეტილებები.ვოლსკის თქმით, ბიზნესის კუთხით არავითარ რეპრესიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი და გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.„ბოლო პერიოდის კვლევები ყველა მიმართულებით აჩვენებს, რომ ფასების თემამ პირველ ხაზში გადმოიწია. რასაკვირველია, ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება, მაგრამ ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად. არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს და ამით მდიდრდებოდეს. რასაკვირველია, არსებობს ევროპული და ამერიკული გამოცდილება და ამ თემას, ამ კვლევას მეცნიერული კვლევა დავარქვათ.ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე ლაპარაკი არ არის. მკაცრი ზომები თუ გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ „რევოლუციურ კომიტეტში“. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი – ევროპული კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები – მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – ჩვენ საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან ფასების შემცირების მიზნით. კობახიძის თქმით, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შექმნას.

მარია ზახაროვა – დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი, არა

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი – არა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.ზახაროვას თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის გადარჩენის დღის წესრიგით მოვიდა ხელისუფლებაში და აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდებოდა გადარჩენა.„მის მიერ გამოყენებული მეთოდები განსხვავებულია. ზოგი ჩვენთვის გასაგებია, მისაღებიც კი. ზოგი არა და ეს ფაქტია, მაგრამ ის თავისი ქვეყნის გადასარჩენად მუშაობს – ამას აცხადებს. გადაარჩენს ისე, როგორც ესმის და იცის, მათ შორის ისე, როგორც მისი ამომრჩევლები აძლევენ მას უფლებამოსილებას. ეს ნამდვილად ასეა, ეს სიმართლეა“, – განაცხადა ზახაროვამ.

ირაკლი ფავლენიშვილი – დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად თუ განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს

საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ გვქონდა კანდიდატის სტატუსი და გაფართოების პროცესში ვიყავით აღქმული პოტენციურ წევრად. ამიტომ, მოთხოვნები, კრიტერიუმები, მათგან მომდინარე განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ამ კონტექსტში არის აღქმული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, არსებობს ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, თუ უნდა ამა თუ იმ გაერთიანების წევრი გახდეს.„აშშ-ს არანაირი პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ პარტნიორობს და ამ შემთხვევაში ალბათ სხვა საქმეა. საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, კალასი მიიჩნევს, რომ ეს ხალხი არ იყო დასასანქცირებელი. არ ჩაუდენიათ ისეთი რამ, რაც სანქცირების მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო. საქართველოსთან მიმართებაში ისიც ხედავს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრობა როცა გინდა, რაღაც წესებს ხომ ექვემდებარები. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი ინსტიტუციური ბმა ევროკავშირთან არ გაქვს. თუ შენ ამ დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, ამ შემთხვევაში, უნდა დაექვემდებარო მის წესებს. არის გარკვეული კრიტერიუმები, ვალდებულებები. თუ არ გინდა წევრობა, შეიძლება ნებისმიერი კავშირი გაწყვეტილი გქონდეს, არც უვიზო მიმოსვლა გქონდეს, არც თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ეს უნდა ივანიშვილს და არ უნდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანია ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.მოგვიანებით, აშშ-ის აღნიშნული ქმედება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოო ჯამში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსვლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივეს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და  „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

ბოლო სიახლეები