პაატა იმნაძე: როდესაც ქვეყანაში ვაქცინები შემოვა, ხელს სწორედ ის ადამიანები შეგვიშლიან, დღეს რომ ამბობენ ვაქცინა არ არისო
სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველო ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს უკრაინაში უკვე ხდება, ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ.
„ჩვენთანაც იგივეს იზამენ. ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო, მერე რა, რომ ჯანმოს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო, ნახავთ, თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი იგულისხმებენ ყველა ვაქცინას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მთელი ცხოვრება უარყოფდნენ, მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გუშინ კი იგივე ადამიანები ამბობდნენ, იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევაო – მამა შალვა კეკელია
"ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ...
მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა
66 წლის ასაკში ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა. ნოდარ ებანოიძე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხარაგაულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან...
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...