„პრაქტიკულად დაიწყო მედიაციის პროცესი, ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს. ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიტვირთოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება.
პრემიერმა შარლ მიშელს დაუდასტურა, რომ დღეს ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არის.
შარლ მიშელმა დღეს საღამოს, მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრაზე დაპატიჟა.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა სიტუაცია განეიტრალდეს.