მამუკა ხაზარაძე: ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში
ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ გავაგრძელოთ, რიგგარეშე არჩევნებია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრა საინტერესო იყო.
„მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, ავუხსენით შექმნილი ვითარება, თავადაც ინფორმირებული იყო. ბუნებრივია, მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ბატონი შარლი და ევროკავშირი საქართველოს უწევს. ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგი. პირადად მე ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისში. ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ გავაგრძელოთ, არის რიგგარეშე არჩევნები და სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ რიგგარეშე არჩევნების. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, შეიძლება გადიოდეს პირდაპირ დანიშვნაზე და რა თქმა უნდა, ხაზი იყო გასმული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს პოლიტიკური საქმეების იარაღად გამოყენება ოპონენტების მიმართ. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს მივიღებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, –...
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა,...