ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი აშენდა
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში განახლებულ სასწავლო პროცესს ახალ შენობაში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.
ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით.
ახალ საბავშვო ბაღში განახლებულ სასწავლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
,,ისევე როგორც მთელ საქართველოში ჩვენს რეგიონშიც სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებმა დღეიდან სასწავლო პროცესი განაახლეს. ამ დღეს ახალ თანამედროვე საბავშვო ბაღში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. ჩვენ აქ გავხსენით 110 ბავშვზე გათვლილი ბაღი. რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს, ასევე აქვს მოწესრიგებული ეზო და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება ამბულატორიის შენობაში უწევდათ” – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისივე განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ძლიერი სეტყვა კახეთში – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
კახეთში, ძლიერი სეტყვაა. კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები აქვეყნებენ.
სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო...
ბათუმში, 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – მას ორი შვილი დარჩა
31 წლის ქალი შუახევიდან ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში ორი დღის წინ შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრში, მარეხი მაკარაძემ საკეისრო კვეთით იმშობიარა. მეუღლე ჰყვება,...
სულ მალე ბაღდათის მუნიციპალიტეტს ღვინის ლაბორატორია ექნება
Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000...
ტრაგედია ქობულეთში – შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან....
რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,...