შარლ მიშელი: ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება – ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ

Read Time:48 Second

ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და – პირადად მეც, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიურად იმუშაონ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი მოქმედება. მოვუწოდებ ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ. დღის მეორე ნახევარში, საშუალება მექნება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის რკინიგზის სადგური1880-იან წლებში
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა