კახა კუჭავა: ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი
ის მოვლენები, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მთელმა მსოფლიომ ნახა, რა თქმა უნდა არ იყო ის სურათი რის დანახვაც მათ სურთ საქართველოში, – ამის შესახებ კახა კუჭავამ „იმედის კვირასთან“ ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, პარტნიორებმა ბევრი იციან საქმის სამართლებრივი მხრის შესახებ და სწორედ ამიტომაა, რომ განცხადებებში კანონის აღსრულების ნაწილზე არ დავობენ.
„ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მათთან კომუნიკაცია. ძალიან ბევრმა მათგანმა ძალიან კარგად იცის მთლიანი სურათი, რა კონტექსტში მოხდა ეს, თუ რამ გამოიწვია ის, რომ მივედით ზუსტად ამ ეტაპამდე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც აუცილებლად უნდა ისაუბროს ყველამ. ძალიან კარგად ხვდებიან ამას, რომ ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი პროვოკაციული ნაბიჯების ჯაჭვი, რომელმაც საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები მიიყვანა იქამდე, რომ აღესრულებინა კანონი“, – განაცხადა კუჭავამ.
მისივე თქმით, წარმატების მისაღწევად გარკვეული ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადადგას.
„არ შეიძლება კონსენსუსი მიღწეული იქნას ერთი მხრის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით. აუცილებელია ორივე მხარემ გადადგას ეს ნაბიჯები. როდის ამბობ, რომ დიალოგისთვის მზად ხარ და შენი ულტიმატუმი არის ეს, უკვე შეუძლებელია ალბათ დიალოგს წარმატებული ვუწოდოთ ან იმედი გქონდეს რომ წარმატებული იქნება. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ გამოსავალი“, – განაცხადა კუჭავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...