სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილმა დატოვა დიდი პოლიტიკური კაპიტალი გუნდის სახით, ამიტომ კრიზისის გადალახვა მყისიერად შევძელით
ბიძინა ივანიშვილმა დატოვა დიდი პოლიტიკური კაპიტალი გუნდის სახით, ამიტომ ასეთი კრიზისები, რომელიც ორი დღის წინ იყო, ადვილად გადალახვადია, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გუნდი არსებობის შედეგად, ქვეყანაში კრიზისების გადალახვა არ არის რთული. „ქართულ ოცნებაში“ არის ძალიან ბევრი გამოცდილი წევრი. გამოცდილება დაგროვდა წლების განმავლობაში. ასეთი კრიზისები, რომელიც ორი დღის წინ იყო ადვილად გადალახვადია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დაიკავონ წამყვანი პოსტები“, – აღნიშნა სუბარმა.
ამასთან, სუბარმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელება. „ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტია, მას უცხოეთში აქვს მიღებული განათლება და უზომოდ შეყვარებულია თავის სამშობლოზე. ასოცირების ხელშეკრულება მისი პირმშოა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის უდიდესი კაპიტალი. ის ორი წელია თავდაცვის სფეროს კურირებდა და პირველად იგრძნო ქართველმა ჯარისკაცმა ღირსება, მზრუნველობა და რაღაც სტანდარტებს მივუახლოვდით არა მხოლოდ წვრთნით, ჩაცმულობითა და კვებით, არამედ ყველანაირი სტანდარტით, მათ შორის შეიარაღებით. ასევე მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც მან ნატოსთან დაამყარა. მას აქვს გამოცდილება როგორც ქვეყნის ისე საგარეო ფრონტზე“, – განაცხადა სუბარმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...