ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

დავით ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი აქცენტირება

ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დეოკუპაციის საკითხი და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი აქცენტირება საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგის მთავარ პოლიტიკურ მიმართულებებს შორის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნება ეს აგერო, ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, მუდმივად ჩვენს საკითხზე აქცენტების გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მუდმივად ისაუბრონ ამ თემაზე, მუდმივად ისაუბრონ ოკუპაციის გაგრძელების მიუღებლობაზე, ფაქტობრივი ანექსიის, უკანონო დაკავების, მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ბერკეტი, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, რათა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ მიზნის გარშემო. განვლილი ორი თვის განმავლობაშ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო სხვა უამრავი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მოვახერხეთ ის, რომ მაღალი ტრიბუნიდან, ასევე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, მუდმივად ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციებზე აქცენტირება. ამის დასტური არის აშშ-ის ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივნის ბნ. ბლინკენის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა, როგორც მისი სახელმწიფო მდივნად დანიშვნის პროცედურის დროს აშშ-ის სენატში, ასევე მისი ბოლო სატელეფონო ზარის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა აქტუალურია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატი – გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს – საქმეს აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა, ბექა გულედანმა განუცხადა. მისივე თქმით, უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს.„ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. რაც ნიშნავს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ. საქმეს აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“, საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“,- აღნიშნავს ბექა გულედანი.შეგახსენებთ, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2026 წლის პირველ კვარტალში 7383 მართვის მოწმობა გაიცა – მოწმობის ამღებ პირთაგან ყველაზე პატარა 16 წლის, ყველაზე დიდი კი 73 წლისაა

2026 წლის პირველ კვარტალში 7383 მართვის მოწმობა გაიცა.ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი, 276 მოწმობა 17 წლის ასაკის პირებზეა გაცემული.მართვის მოწმობის ამღებ პირთაგან ყველაზე პატარა 16 წლისაა, ხოლო ყველაზე დიდი - 73 წლის.ამასთან, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მართვის მოწმობის ამღებთა შორის საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების გარდა არიან: აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, პაკისტანის, ყაზახეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ინდოეთის, ლიბანის, ტუნისის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ეგვიპტის, გერმანიის, ირანის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

შალვა პაპუაშვილი – მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა

მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან რეგიონულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია და ზოგადად, რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა.„ვისაუბრეთ იმ კონფლიქტებსა და ომებზე, რომლებიც მიმდინარეობს და სამწუხაროდ, დღემდე არ წყდება. მსჯელობის საგანი იყო, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს და რა უნდა გააკეთოს სხვადასხვა სახის ორგანიზაციამ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აქვთ სამშვიდობო პოლიტიკაში იმ ფონზე, როცა სამწუხაროდ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში არიან ამ კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, მალტა ქართველ ხალხისა და საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია.„ჩვენს პარლამენტებს შორის განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მათ შორის პირადად მალტის პარლამენტის სპიკერსა და ჩემს შორის. ვისაუბრეთ ასევე ინსტიტუციურ-სტრუქტურულ თანამშრომლობაზე და ამ ასამბლეის ფარგლებში, ვაპირებთ, რომ დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მოვმართოთ და ამ მხრივ მალტამ სრული მხარდაჭერა აღვიქვა.ზოგადად, მალტა გამოკვეთილი მხარდამჭერია ქართველ ხალხისა და საქართველოსი. ამ მხრივ, მალტის პარლამენტი განსაკუთრებულ თანამშრომლობაშია ჩვენთან. მათი მხრიდან ყოველთვის სურვილი და მზადყოფნაა იმის, რომ რიგ შემთხვევებში, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, რომელიც ცდილობს, რომ დიალოგი დაბლოკოს და ცალმხრივი დირექტივებით გვესაუბროს, მალტის პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა. ამ მხრივ, მათი მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს, რომ დიალოგის გამართვას ხელი შეუწყონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.გახანგრძლივებული ვადის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (10 ლარი) გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - სარეგისტრაციო თანხის (50 ლარი) დაფარვა.საფასურის გადახდა ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ონლაინ სისტემაში (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკში (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით.სარეგისტრაციო საფასურის გადახდა წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს მონაცემების გადამოწმება, არჩევანის დაზუსტება, ასევე საგამოცდო ქალაქისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მითითება ან ცვლილება შეუძლიათ.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ.

ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ მონტენეგროში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იქნება საუბარი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ მონტენეგროში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.მეზურნიშვილის განმარტებით, დღეს შეხვედრა გაიმართება მალტისა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებთან და საუბარი შეეხება ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებას.„ბუდვაში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დღეს მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. პირველი შეხვედრა შედგება მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერს. საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საპარლამენტო ურთიერთობები. გავაღრმავებთ მეგობრობის ჯგუფის ფორმატს, რათა ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს. შეხვედრა გვექნება მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. საინტერესოა გამოცდილების გაზიარება, რაც ამ ქვეყანას აქვს ამ რთულ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ეს სამიტი შედეგიანი იქნება, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტი.სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები.

ბოლო სიახლეები