დავით მირცხულავა: „ნამახვანი ჰესი“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით
როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის უსაფრთხოებაზე, საიმედოობასა და მის ზეგავლენაზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში, ეს ბუნებრივია, სამართლიანია, თუმცა, ჩატარებულია უამრავი, ძალიან მაღალკვალიფიციური კვლევა, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ეს გავლება იქნება მინიმალური. თუ, რა თქმა უნდა, ეს კვლევები მუდმივად გაგრძელდება, როგორც ჰესის მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე, ამიტომ საჭიროა მუდმივი, საზოგადოებრივი მონიტორინგი ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ჰიდროელექტროსადგურზე საქართველოს ენერგოსისტემისთვის, – ამის შესახებ დავით მირცხულავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ნამახვანი ჰესის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკისთვის თუნდაც ის არის, რომ ჰესს შეეძლება, ფაქტიურად, მილიარდნახევარი კილოვატ/საათის გამომუშავება სწორედ პიკის საათებში, როცა ყველაზე ძვირია იმპორტირებული ელექტროენერგია.
„რეალურად, დღესაც თუ შევადარებთ იმპორტირებული ენერგიის ფასს, მაგალითად, რუსეთიდან, დღის საათებში, ის გაცილებით მეტია, ვიდრე გრძელვადიანი კონტრაქტით არის „ნამახვანთან“ განსაზღვრული – თითქმის ორ ცენტამდე აღწევს სხვაობა. ესე იგი, „ნამახვანი ჰესის“ საშუალებით ჩვენ, საკუთარი რესურსით ჩავანაცვლებთ პიკურ ენერგიას“ – აღნიშნა მირცხულავამ.
ექსპერტის აზრით, ასეთ სადგურებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიების ინტეგრირებისთვისაც – საუბარია დაახლოებით 1350 მგ/ვტ ქარის და დაახლოებით 500 მგ/ვტ-ზე მეტი მზის ენერგიის ინტეგრირებაზე და მირცხულავას თქმით, სწორედ ამ განახლებადი ენერგიის რესურსის სრულად ათვისებისთვის ესაჭიროება ქვეყანას ისეთი სარეზერვო სიმძლავრეები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს „ნამახვანი ჰესს.“
„პროექტი ასევე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური მახასიათებლებით – წარმოიდგინეთ, საქართველოს ბიუჯეტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს პირდაპირი ინვესტიცია, რაც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება. ამის შეცვლა რაიმეთი წარმოუდგენელია და ამას უზარმაზარი გავლენა ექნება სწორედ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“ – განაცხადა დავით მირცხულავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...
დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა – ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი
მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. ასეთ...
საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს
დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება,...
რობერტ სტურუა: ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის – ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში
მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ...