გიორგი გახარია: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა
Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობას უხდის.
„მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება” – აცხადებს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ევროკავშირის მიერ უკვე დამტკიცებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...
LIVE: პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს პარლამენტთან ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. ამ...