სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

თეა წულუკიანი – მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა

წულუკიანი

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ასევე მტკიცებულებები შეაგროვა თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენი მტკიცებულებების მოპოვებაში დიდი იყო მედიის როლი, იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად 2008 წლის ომის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად იყო გამოყენებული. მისივე თქმით, მტკიცებულებებად გამოყენებული იყო ასევე იმ 33 მოწმის ჩვენებები, რომელიც ქართული სოფლებიდან ჩავიდა სტრასბურგში, შვილმკვდარი დედები, ბაბუები, ბებიები, ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ომის მოწმეებად დადგნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესის სადარაჯოზე. ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ერთი კონკრეტული მტკიცებულების დაბრუნების საქმეში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა და ამ მტკიცებულების მიკვლევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების დიდი როლია. „ამერიკული მხარე დაგვეხმარა ერთი კონკრეტული მტკიცებულების საქართველოში დაბრუნების საქმეში. საუბარია 12 აგვისტოს გორში ჩამოვარდნილ რუსულ ისკანდერზე. რა თქმა უნდა, არსებობდა ვიდეო და ფოტომასალა, რომ ამგვარი იარაღი რუსეთის მიერ გორში იქნა გამოყენებული, მაგრამ სტრასბურგში რომ ჩავდიოდით სხდომებზე, რუსეთის წარმომადგენელი სამხედრო პირები ცინიკურად მოგვიგებდნენ ხოლმე, რომ ეს ფოტოშოფი და დამონტაჟებული მასალაა, ვინაიდან ჩვენ თვითონ ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც რა თქმა უნდა აფეთქდა, არ გვქონდა და არც ვიცოდით სად იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოში მოცემული ისკანდერი გატანილი იქნა ქვეყნიდან, ისე რომ ამის დოკუმენტური კვალი არ არსებობდა. შესაბამისად, მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით მიგვეკვლია, თუ სად არის. ამის მიკვლევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების როლი არის დიდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი პირველი ნაწილები, რომლებიც აღმოვაჩინეთ საქართველოში, ერთერთ მიტოვებულ საწყობში. შემდეგ გავყევით კვალს და როდესაც უკვე დავადგინეთ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო თვითონ ჭურვის ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, 2018 წელს, 800 კილო ტვირთი დავაბრუნეთ საქართველოში. შესაბამისად, ამ ერთი მტკიცებულების მოპოვებაში მადლობა ეკუთვნის აშშ-ს, ჩვენს ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს. დანარჩენი მტკიცებულების მოპოვებაში მედიის როლი იყო დიდი, იმ ადამიანების, რომლებიც 2008 წლის ომის მოვლენებს საკუთარი სიცოცხლის ფასად აშუქებდნენ და ჩვენ ეს ვიდეომასალა მტკიცებულებებად გვქონდა გამოყენებული. ასევე, ის 33 მოწმე, რომელიც ქართული სოფლებიდან ჩავიდა სტრასბურგში, შვილმკვდარი დედები, ბაბუები, ბებიები, ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ომის მოწმეებად დადგნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესის სადარაჯოზე, რა თქმა უნდა მათი ჩვენებები იყო მტკიცებულებები. ასევე მტკიცებულებები შეაგროვა ჩვენთან ერთად თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ, რომელიც აგვისტოს ომის საქმეს თავის დროზე იძიებდა და რა თქმა უნდა, მათ დროს იყო შექმნილი საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ დღეს დადგა გამარჯვება და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ჩვენ შევიძინეთ ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, იარაღი, რომელიც ბევრ ისკანდერზე უფრო ძლიერია და რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ჰქვია “ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები