თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკად წასვლა გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
წულუკიანის განმარტებით, პასუხისმგებლობის ნაკლებობა არც მანამდე იყო, თუმცა დღეს გუნდის კონსოლიდაციის შესანარჩუნებლად მეტად უნდა იზრუნონ.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან, პარტიიდან, ასე ვთქვათ, მთლიანად სცენიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება, ჩემთვის, როგორც 2011 წლის პირველი დღიდანვე მასთან ერთად პროცესში ჩართული ადამიანისთვის, ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა არც მანამდე გვაკლდა, შეიძლება ესეც ვთქვათ, ან ვიფიქროთ, თუ არ ვიტყვით, მაგრამ დღეს ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გუნდის კონსოლიდაცია შევინარჩუნოთ, გარკვეულ თემებზე, იქნება ეს საგარეო, თუ შიდა პოლიტიკის, რომლებზეც პოლიტიკური ლიდერების მიერ სხვადასხვანაირი გადაწყვეტილებებია მისაღები, ზოგი არის საშუალო მნიშვნელობის თემა, ზოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უფრო მეტი და არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებები, აქამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი იყო უდავო ლიდერი, ეს ნამდვილად ასე იყო, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს დააბალანსებს, ყველას მოუსმენს და შემდეგ მისი ხელმძღვანელობით მიიღება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.
ახლა, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გუნდის, საკუთარი თავის წინაშე და ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაც, თუ რა პოზიციებს დავიჭერთ. მაგალითად, როგორც დიდ ოჯახში, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, ყველა მას შეჰყურებსო რომ იტყვიან, მაინც იმედი გაქვს, იცი, რომ თუ შენ შეგეშალა, არის ადამიანი, ვინც ამას დააბალანსებს და მაინც გუნდს არ მისცემს შეცდომის საშუალებას უფრო გლობალურად. ეს ყველაფერი დღეს არის ჩვენზე, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...