ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

გიგი უგულავა: ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს

ოპოზიციამ სახელი უნდა დაარქვას ოფიციალურ განცხადებით, რომ ეს ბატონები აღარ წარმოადგენენ ძირითად ოპოზიციას, ახოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად მათტან პოლემიკას აღარ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებს. ეს ადამიანები იყვნენ თავისთვის. ამ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ პარლამენტში და იჭუჭკუკონ კოლექტიურ კობახიძესთან“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

Kaspi.Kz-ის შემოსავლები გაიზარდა

ყაზახურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Kaspi.kz-მა 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანია ოპერირებას უწევს რამდენიმე პოპულარულ სუპერაპს – Kaspi.kz და Kaspi Pay, ასევე ფლობს თურქულ ონლაინპლატფორმა Hepsiburada-ს. კომპანიის CEO-ს პოსტს მიხეილ ლომთაძე იკავებსძირითადი მაჩვენებლები: შემოსავალი გაიზარდა 21%-ით, ხოლო წმინდა მოგება – 16%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (თურქეთის მონაცემების გარეშე). მომხმარებელთა აქტივობაც მაღალი იყო – თვეში საშუალოდ ერთ მომხმარებელზე 75 ტრანზაქცია განხორციელდა. გადახდების სეგმენტში ტრანზაქციების მოცულობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა – 17%-ით. ამავდროულად, სეგმენტის წმინდა მოგება 21%-ით გაიზარდა. მარკეტფლეისში პროდუქციის გაყიდვები გაიზარდა 36%-ით, ხოლო ამ სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი – 33%-ით. საუკეთესო შედეგი სასურსათო და მიტანის კატეგორიას ჰქონდა, სადაც გაყიდვები 64%-ით გაიზარდა. ფინანსურ სერვისებში სესხების გაცემის მაჩვენებელი გაიზარდა 17%-ით, ხოლო ამ სეგმენტიდან შემოსავალი – 18%-ით.გეგმები და გამოწვევები კომპანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ახალი რეგულაციები ზეწოლას ახდენს საოპერაციო გარემოზე. შედეგად, მათ გაზარდეს რისკების გათვალისწინება და კონსერვატიული ფინანსური პროგნოზი დადეს – 2025 წლისთვის მოსალოდნელია 15%-იანი წმინდა მოგების ზრდა, რაც ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით (20%). მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ Kaspi.kz-მა იანვარში წარმატებით შეიძინა Hepsiburada-ის საკონტროლო წილი და უკვე დადო შეთანხმება თურქულ ბანკზე – Rabobank A.Ş., რაც საშუალებას მისცემს საბანკო დეპოზიტებისა და სესხების გაშვებას თურქეთის ბაზარზე. თუმცა, კომპანიამ აღნიშნა, რომ თურქეთში პოლიტიკური დაძაბულობისა და ახალი პროდუქტის დანერგვის ხარჯებმა მცირე ზარალი მოიტანა – დაახლოებით 6 მილიარდი ყაზახური ტენგე. 2025 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 650 მილიონი დოლარის ოდენობის ევრობონდები განათავსა.

TESLA-ს ჰუმანოიდმა რობოტმა ცეკვა ისწავლა

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა საზოგადოებას ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის ახალი ვიდეო გაუზიარა, სადაც ის ცეკვავს.როგორც მასკი აცხადებს, ვიდეო რეალურია და ის არ არის არც AI-გენერირებული და არც CGI-ეფექტებით დადგმული, შესაბამისად, საქმე გვაქვს რეალურ პროგრესთან. ცოტა ხნის წინ, ინვესტორებთან საუბრისას, ილონ მასკმა Tesla Optimus-ის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რობოტი ამჟამად დახვეწის ფინალურ ფაზაში გადადის, რომლის დასრულების შემდეგ ის კომერციალიზაციისთვის მზად იქნება.გასულ წელს, კომპანიამ საზოგადოებას ახალი თაობის Optimus Gen 2 წარუდგინა, რომელიც წინამორბედთან შედარებით ყველა პარამეტრით გაუმჯობესებულია. ის 30%-ით უფრო სწრაფად გადაადგილება; აღჭურვილია მოძრაობის ახალი სენსორებით და ისევე შეუძლია მანევრირება, როგორც ადამიანს. გარდა ამისა, Optimus Gen 2-ს თავის მოძრაობის ფუნქციონალიც დაემატა, რაც მას უფრო მეტად ადამიანურს და ემოციურს გახდის.კონკურენტებისგან განსხვავებით, Tesla-ს რობოტი ძალიან მსუბუქია და ის სულ რაღაც 55 კილოგრამს იწონის, მისი სიმაღლე კი 180 სანტიმეტრს აღწევს. გარდა ამისა, ის ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია და ის სულაც არ ჰგავს ასტრონავტის კოსტიუმში გამოწყობილ მანქანას, რასაც წლების განმავლობაში სხვა კომპანიებისგან მივეჩვიეთ.თავად ჰუმანოიდი რობოტი ეს არის ადამიანის მსგავსი აღნაგობის მქონე მანქანა, რომელსაც ისეთი დავალებების და სამუშაოების შესრულება შეუძლია, რომელიც ადამიანისთვის საშიში ან ზედმეტად რთულია. მაგალითად, ჰუმანოიდ რობოტებს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვთ სამაშველო ოპერაციების ჩატარების და ფიზიკური მუშაობის კუთხით.გარდა ამისა, მეცნიერები ჰუმანოიდ რობოტებს ადამიანების თანაშემწეებად, დამხმარეებად და კომპანიონებადაც განიხილავენ. თეორიულად, რობოტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია პატრონს მოემსახუროს, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადი სერვისი აზიის რეგიონში შეიძლება იქნეს, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

ლევან იოსელიანი – გარდაცვლილი პატიმრის თვითონ საკანი არ იყო ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, კორიდორის კადრები რაღაც განსაკუთრებულ ეჭვს არ იწვევდა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა...

ჩვენ გავაგრძელებთ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის საქმის მონიტორინგს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა რეალურად.„ეს შემთხვევა როდესაც მოხდა, ერთადერთი, რაც მაშინვე გავაკეთეთ, მოვითხოვეთ იმ პერიოდის კადრების დაარქივება. შემდეგ ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ მისული, ნახეს ეს კადრები და მერე გამოქვეყნდა კიდევაც. მანამდეც ჩვენ ვთქვით, რომ ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ არ იყო თვითონ საკანი შიგნით, მაგრამ კორიდორის კადრები და ის კადრები, რაც ვნახეთ, რაღაც განსაკუთრებული ეჭვის საფუძველს არ ქმნიდა, ეჭვს არ იწვევდა. შესაბამისად, ამასთან მიმართებაში ის რაღაც აჟიოტაჟი, რაც იყო ატეხილი, რომ იქ ვიღაც შეიყვანეს, ნაცემი შეიყვანეს, მერე გამოიყვანეს, ამ კადრების მიხედვით ეს არ დასტურდება. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა რეალურად საკანში, ამ ადამიანს მართლა ფიზიკურად გაუსწორდა ვიღაც, რაღაც უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, დავარდა, დაზიანება მიიღო, თუ რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გამოძიების პროცესს დავაკვირდებით“, – განაცხადა იოსელიანმა.ლევან იოსელიანმა ასევე ისაუბრა უვადო პატიმრების საქმეებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2012 წლამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება შეისწავლა და ამ გადაწყვეტილებებში დასაბუთებისა და მტკიცებულების სტანდარტი მნიშვნელოვნად დაბალია.„ამ მსჯავრდებულების საქმეები როდესაც ვნახე, 2012 წლამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში დასაბუთებისა და მტკიცებულების სტანდარტი არის მნიშვნელოვნად დაბალი. ამიტომ, ჩვენ 2012 წლამდე არსებული ყველა გადაწყვეტილება შევისწავლეთ. სულ მალე მექნება ამის პრეზენტაცია, შესაბამის უწყებებს წარვუდგენ ამ ანგარიშს, რომელიც უკვე გამოვაქვეყნე და დევს ჩვენს საიტზე. ამ ანგარიშის ფარგლებში დამატებით რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ გადახედილი იქნას ამ ადამიანების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ვინაიდან მესმის, რომ მძიმე დანაშაულებებია ჩადენილი, მაგრამ დღეს ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინათ ამ ადამიანებს, ალბათ, უმეტეს შემთხვევაში სამუდამო მსჯავრი არ დადგებოდა“, – განაცხადა იოსელიანმა.მისი თქმით, არის ერთ-ერთი საქმე, სადაც პატიმრის საქმე არის გამქრალი, დაკარგული და არ არსებობს.„ასეთ შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე. ამიტომ, ვფიქრობ, ამას სჭირდება სისტემურად უფრო მეტი ყურადღების გამახვილება და ამ ადამიანების ბედით დაინტერესება. მესმის, რომ მათ ჩაიდინეს მძიმე დანაშაული, მაგრამ 18-19 წლისამ რომ ჩაიდინა მძიმე დანაშაული და დღეს რომ 45 წლის კაცია, რომელმაც მთელი ეს პერიოდი იცხოვრა, გაატარა დაწესებულებაში და არცერთი შენიშვნა არ აქვს მიღებული, ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა იყოს დაინტერესებული, სამაგიერო გადაუხადოს. სასჯელის მიზანი სამაგიეროს გადახდა არ არის. სასჯელის მიზანია, ადამიანი მოამზადოს, სამართლიანობა აღადგინოს, ის საფრთხე აღკვეთოს და შემდეგ რესოციალიზაცია მოახდინოს. ადამიანი თუ აღარ არის საფრთხის მატარებელი, მას ციხეში არაფერი აღარ ესაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი ზოგადად სასჯელის და სასჯელი არ უნდა განვიხილოთ, როგორც სამაგიეროს გადახდა, რომელიც თან, არასოდეს არ უნდა დასრულდეს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთში არსებობს სასჯელის უვადო მსჯავრის გადახედვის მექანიზმები. ზოგადად, დადგენილია ვადა, 15, 20 წელი, როცა ავტომატურად ხდება გადახედვა და უამრავი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო ათავისუფლებს ხოლმე, თუ დადებითი დახასიათება აქვს და პენიტენციური დაწესებულება ამბობს, რომ ეს კაცი აღარ არის საფრთხის მატარებელი“, – განაცხადა იოსელიანმა.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი დასაწყისია

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასაად ალ-შიბანის შეფასებით, სირიისთვის სანქციების მოხსნა ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია.„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი დასაწყისია“, – წერს ასაად ალ-შიბანი სოციალურ ქსელში.ამასთან, შიბანი მადლობას უხდის საუდის არაბეთს აშშ-ის მხრიდან სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის ხელშეწყობისთვის.​​​​​​​​​​​​​​​​დღეს საუდის არაბეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებს მომდევნო დღეებში, თუ მოსკოვი არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომდევნო დღეებში, თუ მოსკოვი არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.მაკრონის თქმით, სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს ფინანსური სერვისებს, ნავთობსა და ბუნებრივ აირს.„ჩვენი სურვილია, რუსეთი თუ დაადასტურებს 30-დღიანი ზავის შეთანხმებასთან შეუსაბამობას, კვლავ დავაწესოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე დავაწესეთ რამდენიმე ათეული და დავაწესებთ მათ მომდევნო დღეებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირში. ჩვენ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ომი უნდა შეწყდეს და უკრაინა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად საუკეთესო მდგომარეობაში მოლაპარაკებების დასაწყებად. თავად უკრაინელებსაც აქვთ ნათელი ხედვა იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ უნარი, დაიბრუნონ ყველაფერი, რაც 2014 წლიდან წართმეული აქვთ“, – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში.

ბოლო სიახლეები