ბულგარეთის ქალაქ პაზარჯიკში ახალშობილ ბავშვს СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა, 28 წლის ქალი საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით მიიყვანეს. კოვიდ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ქალისთვის საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიბარა.
ახალშობილს ანტიგენტის ტესტირება ჩაუტარეს. მას СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

