ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. კომისიამ იმუნიზაციის იმ გეგმაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ორშაბათს მთავრობას წარუდგენს.
„დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოვიტანოთ. ასევე, ამასთან დაკავშირებით, მოხდა საკანონმდებლო ინიცირება. ტექნიკური მზაობა, „ცივი ჯაჭვი“ სრულად შევისწავლეთ და მოხდა ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია, თუ რა მზაობაა ქვეყანაში. კოვაქსპლატფორმიდან მივიღეთ წერილი და 18 იანვარს სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპასუხო წერილი. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.