ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

დოდო გუგეშაშვილი:ჩემი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა

ორთავე მოგვკლეს და არ ვიცი რატომ,” – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი კამერის წინ ამბობს, რომ მას მკვლელი მიუგზავნეს და მისი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი იხსენებს, როგორ გაიცნო ვინმე ზურა, ვინც პირველი შეხვედრიდან 10 თვეში მას ზურგში ესროლა, შვილი კი მოუკლა, პირველივე შეხვედრის შემდეგ ნდობაში შევიდა და მეტი დამაჯერებლობისთვის საერთო ნაცნობები დაუსახელა. გზად კი ინტერესდებოდა, რამდენად ხშირად ჩადიოდა მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი უკრაინაში და რა გავლენები ჰქონდა.
დოდო გუგეშაშვილი როგორც კურიერთან აცხადებს, მან ზურას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და არც უკრაინაში ბრძოლისთვის არ იღებდა გასამრჯელოს, ქართველი სნაიპერიც უკრაინელ მებრძოლებს უსასყიდლოდ ამზადებდა.
ზურამ დოდო გუგეშაშვილს შესთავაზა, ეპოვა ადამიანები, ვინც უკრაინული ქარვის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა.
თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ინტერვიუში ამბობს, რომ საუბარი იყო მაღაზიაში ქარვის ნაკეთობების შეძენაზე. გუგეშაშვილის თქმით, ქარვა არა საქართველოში, არამედ თურქეთში უნდა გაეტანათ.
თავდასხმის დღეს დოდო გუშაშვილი სახლში შვილთან ერთად იყო. ზურა სამზარეულოში ესაუბრებოდა. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს ამ დროს ეძინა. საუბრის დროს მოულოდნელად დენი გამოირთო.
როგორც დოდო გუგეშაშვილი ინტერვიუში ამბობს, გასროლის წინ ზურა მას ისევ ქარვაზე ესაუბრებოდა. ის ამბობს, რომ მისთვის სროლის შემდეგ ის ზურას სახლიდან გაყვანას ცდილობდა და სადარბაზოში დახმარებას ითხოვდა, თუმცა, ზურა მას არ გაჰყვა და საძინებელში ნოდარ გუგეშაშვილი მოკლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარემოს ეროვნული სააგენტო – სოფელ კურსებში მეწყერმა 58 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა, 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის ნაკვეთი და სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.„ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო. ბოლო წლების განმავლობაში სოფ. კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს – „გარწმუნებთ ყველას, რომ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის“

ირანის სახელმწიფო ტელევიზია ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს.განცხადებაში, რომელიც ირანელ მოსახლეობას ტელეწამყვანმა წაუკითხა, მოჯტაბა ხამენეი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანი შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მინაბის გამო, სადაც ამერიკულ იერიშს სკოლასთან 168 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი ემსხვერპლა“.„ჩვენ ვუგზავნით გზავნილს რეგიონის ლიდერებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობები ჩვენ გარშემო არსებულ ქვეყნებთან. თუმცა ზოგიერთ ამ ქვეყანაში აშშ-ის ბაზების არსებობა და ამ ბაზების გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის რეგიონისთვის სასარგებლო არ არის და ისინი უნდა დაიხუროს.როგორც ვთქვით, ჩვენ არ ვართ ჩვენს გარშემო არსებული ქვეყნების მტრები და მხოლოდ ამ ამერიკელების ბაზებს ვუმიზნებთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს შვილები, რადგან მე დავკარგე მამა, დავკარგე ცოლი. ჩემმა დამ დაკარგა შვილი და ქმარი, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ამ ყველა გასაჭირის ატანას აადვილებს, არის ღვთის მადლის ნდობა და იმის ცოდნა, რომ მოთმინება ყველაფერს დაგვაძლევინებს. გარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის“, – განაცხადა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ.

ევროპარლამენტის რეზოლუცია – ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება.„ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ, „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის მიმართ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 438-მა დეპუტატმა, 37 წინააღმდეგ იყო, 81-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“. ასევე, „გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით; მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია“.ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მოითხოვს „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ, ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიო,რგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება“.რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივობის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემზღუდველი კანონმდებლობის განგრძობად მიღებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო სასამართლო პროცესი. პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“.დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული, ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გაუწიონ და დაცვა აღმოუჩინონ“.ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, „დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე“.ამასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ „პოლიტპატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან. 2025 წლის დეკემბერში პარლამენტმა სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელიც ამჟამად საქართველოში პატიმრობაში იმყოფება“.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი, პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.შემოსავლების სამსახურსი გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე მისი მოადგილე მინდია გრძელიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჰუგო დებრუა.ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ბოლო სიახლეები