ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

ბიძინა ივანიშვილი – როდესაც მოვედი პოლიტიკაში, განცხადება გავაკეთე, რომ ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე

 

2011 წელს განცხადება გავაკეთე, რომ პოლიტიკაში ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
„ჩემი ხელწერით წლების განმავლობაში დავასაბუთე, რომ არ ვთვალთმაქცობდი და ნამდვილად არ არის პოლიტიკოსობა ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფესია. მე მოვედი იძულებით, რადგან სჭირდებოდა ქვეყანას. არ იყო საკმარისი ძალა, რომ მოძალადეებს გამკლავებოდნენ, ჩემი დახმარებაც დასჭირდათ და ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი. ამიტომაც ვაცხადებდი, რომ მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ, პოლიტიკაში დამრჩენი არ ვარ. მართლაც ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი. ერთი წლის შემდგომ, პრეზიდენტსაც დაუმთავრდა თავისი ვადა, წავიდა და მეც გადავდექი, როგორც დავპირდი საზოგადოებას.
თუ გაიხსენეთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ბევრი კითხვა იყო – როგორ პოზიციებს დავიჭერდი წასვლის შემდგომ, ვიტოვებდი თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე. გამოკვეთილად ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობას ვიტოვებ არსებულ გუნდზე. ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი.
ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი – მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია. ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ. ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. აი, ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი – ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, კომიტეტისთვის წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების დოკუმენტები ავლენს, რომ ევროკომისიამ წარმატებით მოახდინა ზეწოლა ძირითად სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა „მათ შეეცვალათ კონტენტის მოდერაციის გლობალური წესები, რამაც პირდაპირი ზიანი მიაყენა  ამერიკელთა გამოხატვის თავისუფლებას თავად შეერთებულ შტატებში“.როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ევროკომისიამ 100-ზე მეტ დახურულ შეხვედრაზე მოახდინა ზეწოლა პლატფორმებზე, რათა მათ უფრო აგრესიულად დაეწყოთ კონტენტის ცენზურა. დოკუმენტის თანახმად, შედეგად, მსხვილმა სოციალური მედიის პლატფორმებმა დააცენზურეს უახლესი ისტორიის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დებატის შესახებ რეალური ინფორმაცია და პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის პანდემიის, მიგრაციის და ტრანსგენდერებთან დაკავშირებული საკითხები, იმ მოტივით, რომ ისინი ებრძოდნენ „სიძულვილის ენასა” და „დეზინფორმაციას”.პრესრელიზის მიხედვით, ახალი არასაჯარო დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიამ წარმატებით მოახდინა ზეწოლა სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაცია დაცენზურებულიყო;„ევროკომისია ცენზურისთვის მიზანში იღებს აშშ-ის პოლიტიკურ კონტენტს; ევროკომისია არაპროპორციულად იღებს მიზანში კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელს ევროპაში; ევროკომისიის „ნებაყოფლობითი“ და „კონსენსუსზე“ დაფუძნებული მარეგულირებელი ინიციატივები არც ნებაყოფლობითია და არც კონსენსუსზე დაფუძნებული.ევროკომისიის მიმდინარე ინიციატივები მიუთითებს, რომ ის კვლავ ერთგული რჩება ცენზურის მიმართ და ცდილობს, თავისი ცენზურის ზომების სხვა ქვეყნებში გატანას.კომიტეტი გააგრძელებს გამოძიებას უცხოური ცენზურის კანონების, რეგულაციებისა და სასამართლო ბრძანებების შესახებ და დაუპირისპირდება ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს ამერიკული ფუნდამენტური უფლებისთვის: გამოხატვის თავისუფლების უფლებისთვის“,- აღნიშნულია პრესრელიზში.

„წლის მასწავლებლის“ ტიტულის მქონე პედაგოგი მოზარდის გაუპატიურებისთვის დააკავეს

აშშ-ის შტატ ლუიზიანაში, 38 წლის მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც წლის მასწავლებლად დასახელდა, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. იგი სამსახურიდან გათავისუფლდა. People-ის ცნობით, მასწავლებელს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 5000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.კრისტი ოსტერი 28 იანვარს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს არასრულწლოვანთან უხამსი ხასიათის სექსსა და სექსუალურ კავშირში. მსხვერპლის ასაკი და სხვა დეტალები არ ხმაურდება.კრისტი ოსტერი ლაფაიეტის საშუალო სკოლაში მერვე კლასის მათემატიკის მასწავლებელი იყო. 2025 წლის სექტემბერში იგი 2025-2026 სასწავლო წლის წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. დაპატიმრების შემდეგ, სკოლამ ოფიციალური ვებგვერდიდან წაშალა მილოცვის პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მასწავლებლები „ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეებისთვის“.

ევროპარლამენტარი ადრიაშ ლასლო – 2019-2023 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობოების გრანტებზე 17 მილიარდი ევრო დახარჯა, 30 000-ზე მეტ გრანტზე მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი

ევროპარლამენტარი ადრიაშ ლასლო აცხადებს, რომ 2019-2023 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებზე 17 მილიარდი ევრო დახარჯა. მისივე თქმით, ამ გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ იძებნება და, ძირითადად, ცნობები ზოგადი ხასიათისაა.„ევროკავშირმა 2019-დან 2023 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებზე 17 მილიარდი ევრო დახარჯა. 30 000-ზე მეტი გრანტის შესახებ მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ესენი არიან უნგრეთის წამყვანი მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციები და აჩვენებს, თუ რამდენი მიიღეს მათ ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულიდან. ისინი ასევე იღებდნენ USAID/NED/სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ეს უნდა შეწყდეს!“ – წერს ევროპარლამენტარი.ამასთან, ლასლო აზიარებს უნგრეთის საერთაშორისო კომუნიკაციების სახელმწიფო მდივნის, ზოლტან კოვაჩის პოსტს, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებებია ნაჩვენები.„ევროკომისია უნგრეთს ესხმის თავს იმ ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებსაც ევროპელი გადასახადის გადამხდელების მილიარდობით ევროთი აფინანსებს. როგორ არ ნიშნავს ეს ჩვენს არჩევნებში ჩარევას?“ – წერს კოვაჩი. 

უძველესი ცივილიზაცია და ცოცხალი რწმენა — ირანის ელჩის გზავნილი საქართველოდან

,,ერთ ქართველ მართლმადიდებელ სწავლულთან საუბრისას, მას შიიზმის და ირანის შესახებ ვკითხე. საინტერესო პასუხი გამცა: შიიზმი ინსტიტუციური და ტრადიციული თვალსაზრისით მართლმადიდებლობას უფრო ჰგავს, ვიდრე რელიგიის ბევრ თანამედროვე ინტერპრეტაციას. ირანი ასევე წარმოადგენს უძველესი ცივილიზაციის ნიმუშს, სადაც რელიგია კვლავაც კულტურული იდენტობის ნაწილად რჩება''--ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს

შალვა პაპუაშვილი – ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს.„არ ვიცი, ეს რა ჯგუფია, ვინც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიის სრულად მხილებულ სიყალბეს ავრცელებს, თუმცა უთითებენ, რომ ნიდერლანდების მთავრობაა მათ შორის, ვინც მათ ფულს უხდის.რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიერ სიყალბის გავრცელებაზე პასუხისმგებელია მისთვის ფულის გადამხდელიც.ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები