პარასკევი, მარტი 20, 2026

ირაკლი ჩიქოვანი: ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს ,,ქართული ოცნების“ წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი აფასებს.

მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ირაკლი ჩიქოვანი ყურადღებას გატარებულ რეფორმებზე და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსზე ამახვილებს.

„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და სჭირდებოდა ახალი ძალა, რომელიც მაშინ არსებულ ძალადობრივ რეჟიმს შეცვლიდა, მთავარ პრიორიტეტად მოქალაქეს დააყენებდა და საზოგადოების კონსოლიდაციას მოახდენდა.

ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევრო-ატლანტიკური მიზნების განხორციელებას.

თვალსაჩინოა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება, რომელიც ათეული წლებია – საქართველოს, ქართულ იდენტობას კულტურას, მეცნიერებას, სპორტს ეხმარება და უამრავი სახელმწიფოებრივი პროექტის ავტორია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს წინაშე გაწეული საქმიანობა პატრიოტობის თვალსაჩინო მაგალითია. წარმატებებს ვუსურვებ მას და მის ოჯახს.“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ესპანეთის საელჩო – სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას ილია მეორის გარდაცვალების გამო, ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს, დაე, მშვიდობით განისვენოს

საქართველოში ესპანეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.„საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – აღნიშნულია ესპანეთის საელჩოს განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“,- აღნიშნულია საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირთა, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა.„მისი წინამძღოლობით, ეკლესიამ გააძლიერა თავისი ყოფნა და ხელახლა დაამყარა კავშირი მორწმუნეებთან ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი, საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების პერიოდში“,- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

დეკანოზი შალვა კეკელია: პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე

პატრიარქი არის გრიგოლ ხანძთელის მასშტაბის მოღვაწე, რომ არ ყოფილიყო გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი, არ იქნებოდა თამარ მეფე, ქვეყანა ვერ გაბრწყინდებოდა, ზუსტად ასე პატრიარქის მოღვაწეობამ განაპირობა, რომ ეს ქვეყანა შეიკრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.დეკანოზმა პატრიარქის ნათლულებზე და დღეს მათ მიერ უწმინდესისთვის მიგებულ პატივზე ისაუბრა.„სამძიმართან ერთად დღევანდელი დღე იყო დღესასწაული, გარდაცვალებაც იყო დღესასწაული. სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ის ისეთ დროს გარდაიცვლება, როცა ამ გარდაცვალებითაც დიდ რამეს გააკეთებს, თავის გარდაცვალებითაც გვიქადაგებს. დღეს ვუყურებდი ამას, როგორ გვიქადაგებს უწმინდესი და რაზე გვესაუბრება - ამათზე დგას ქვეყანა, ცრემლმორეული ბავშვები თეთრი ვარდებით მიდიოდნენ თავის ნათლიასთან. საოცარი შეგრძნება იყო, ეს იყო ის რისთვისაც პატრიარქმა იღვაწა და რაც პატრიარქმა აკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. სულ ამბობდა რომ ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის. დღეს მათ თვალებში ვხედავდი, რომ ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას შეცვლიან, ერთმანეთი ეყვარებათ. მას რომ უყვარდა საქართველო უნდოდა ყველას ასე გვყვარებოდა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.სასულიერო პირმა ილია II-ის განსაკუთრებულ თვისებებზე ისაუბრა და მათ შორის ადამიანების სიყვარული გამოყო.„მთელი მისი მოღვაწეობა იყო უდიდესი მოღვაწეობა. პირველი რაც მას ყველაზე ძვირფასი თვისება ჰქონდა, ის არავის არ განიკითხავდა, მას ყველა ადამიანი უყვარდა, მიუხედავად მისი მაგინებლებისა, ყოველთვის მათზე ლოცულობდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.მამა შალვამ წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის ისტორიაც გაიხსენა და თქვა, რომ სამების ტაძარი პატრიარქის და ქვეყნის სახეა. „სამების მშობლობა როცა დაიწყო ვერავინ იჯერებდა, რომ ამხელა მასშტაბის ტაძარი შეიძლებოდა აშენებულიყო. პატრიარქს ეს გამოცხადებით ჰქონდა, რომ აქ უნდა აშენებულიყო. როცა მიწა მოიჭრა ტაძრის საძირკვლისთვის იქ აღმოჩნდა კლდე, ზუსტად ტაძრის ზომის და იმაზე დაშენდა ეკლესია. დღეს სამება არის პატრიარქის, ჩვენი ქვეყნის სახე. ჩემთვის პატრიარქი საქართველოა, როგორც პატრიარქი გაატარეს ამ ჯვარცმას, საქართველომაც ასე გაიარა: დაცემა, წაქცევა, ბრძოლები, ამას გავდიოდით სულ. დამიჯერეთ, ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მასშტაბის ადამიანზე გვაქვს საუბარი. როგორც ილია ჭავჭავაძის დროს ვერ წარმოედგინათ, უფრო დიდი მოღვაწის წინაშე ვდგავართ ჩვენ“, - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინაღმძღვარმა.

ტარიელ ხარხელაური: პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მან მომცა ძალა, რომ სიძულვილი სიყვარულით ჩამენაცვლებინა, მიტევება შემძლებოდა

პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად, – განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არ ვიყავი ეკლესიური. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იმ დროისთვის მძიმე სიტყვა მითხრა – თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობაო. ისაა მამა, შენ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ შენი მისია უნდა შეასრულოო. ეს არ იყო ადვილი მოსასმენი. რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად.პატრიარქმა მომცა ძალა, რომ სიძულვილი, უარყოფითი ემოცია სიყვარულით ჩამენაცვლებინა. მომცა ძალა, რომ მიტევება შემძლებოდა. პატრიარქი იყო, რომელთანაც ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. ისეთ მიუღებელ და დაუჯერებელ თემებზეც, რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მისაღები არ არის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას. მას ჩემთვის საუბარი არასდროს შეუწყვეტინებია. მან მასწავლა, რომ ეკლესიაში სანთელი უნდა დაანთო სხვისთვის. შევდივარ ტაძარში და ვანთებ სანთელს მისთვის, ვინც ჩემზე უარეს დღეშია“, – აღნიშნა პოეტმა.

„15 წუთი გველაპარაკა… „ბერი კაცი ვარ“ მიმღერეთო“ – სვიმონ ჯანგულაშვილი პატრიარქზე

სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორეს იხსენებს.„თავისი სნეულების გამო ხან ლაპარაკობდა, ხან ვერ ლაპარაკობდა. უცბად 15 წუთი გველაპარაკა. „ბერი კაცო ვარ“ მიმღერეთო. ეს სიმღერა ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ილია ჭავჭავაძესაც ძალიან ეს სიმღერა. სულ იყო ამ სულიერ ერთიანობაში. დიდ ქართველებთან. გალაკტიონს აუგო წესი და შემთხვევით არ არის, რომ გალაკტიონის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა. მე მგონია, რომ ეს ღვთიური ადამიანები წმინდანებთან ერთად დახვდებიან იქ და მათთან ერთად იქნება“,  - ამბობს სვიმონ ჯანგულაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ბოლო სიახლეები