მიხეილ სარჯველაძე: უნდა ვიპოვოთ ოპოზიციასთან საერთო შეხების წერტილები, უამისოდ ძნელად მესახება რაიმე შეთანხმება შედგეს

Read Time:33 Second

უნდა ვიპოვოთ ოპოზიციასთან საერთო შეხების წერტილები, უამისოდ ძნელად მესახება რაიმე შეთანხმება შედგეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე საამისოდ იყოს განწყობილი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც თავს იკავებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისგან, შეთანხმება შედგეს, ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები და მათ შეასრულონ ის მოვალეობები, რომლებიც აკისრიათ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. მუშაობაში იგულისხმება ყველაზე მთავარი რამ, რომ ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები პოზიციებს შორის, უამისოდ ძნელად მესახება რაიმე შეთანხმება შედგეს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე საამისოდ იყოს განწყობილი. წითელი ხაზი იყო ახალი არჩევნების ჩატარება, სხვადასხვა კონფიგურაციითა და ვარიაციით. ეს, რა თქმა უნდა, კვლავ მიუღებელია, რადგან ამას არავითარი არგუმენტი არ განაპირობებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ბერაია: ძალიან საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა, როდესაც ისინი სხვას უწესებენ საგარეო პოლიტიკურ სტანდარტებს და თავად ვერ წარმოუდგენიათ რუსეთის გარეშე ცხოვრება
Next post ვინ და როგორ მიიღებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას