ამ ადამიანებს ყოველთვის საჯაროდ დაუფიქსირებიათ, რომ ისინი არიან რუსული კულტურისა და სულისკვეთების ადამიანები, მთლიანად ინტეგრირებული და შეზრდილი მოსკოვის საზოგადოებაში და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფო მათი დედა რუსეთი მუდამ არის მათ ფიქრებში, გულებში და მათ ნაბიჯებში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოსტზე ნინო ანანიაშვილის დანიშვნას.
„ძალიან საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა, როდესაც ისინი სხვას უწესებენ საგარეო პოლიტიკურ სტანდარტებს და თავად ვერ წარმოუდგენიათ რუსეთის გარეშე ცხოვრება“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.