ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025

საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ინფიცირებულთან რაოდენობის შედარებით კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა. ეპიდემიოლოგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ყველა რეკომენდაციის დაცვის მნიშვნელობას – მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესსა და ამ თემაზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებზე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 233 879 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 223 276 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 666 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 484 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 765 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 901 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და დიდ ბრიტანეთში საქართველო ელჩმა სოფო ქაცარავამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარე ძალების მხრიდან საქართველო კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში.„შევძელით, ჩვენი პრინციპული პოზიციით, ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 19 დასახლების მშენებლობის ნებართვა გასცა

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 19 დასახლების გაშენების ნებართვა გასცა. მათგან ხუთი უკვე აშენებულია.ინიციატივის ავტორები არიან ულტრა-მემარჯვენე ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრი და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი.სმოტრიჩის განცხადებით, ებრაული დასახლებების გაფართოება პალესტინური სახელმწიფოს შექმნის პრევენციას მოახდენს.როგორც მედია წერს, შედეგად, 69-მდე იქნება იმ ებრაული დასახლებების რიცხვი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით შენდება.

შალვა პაპუაშვილი – მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სოციალურ ქსლეში გუშინ გამოქვეყნებულ პოსტებს ეხმაურება.როგორც პაპუაშვილის წერს, გაბარდი საკუთარ განცხადებებში გარკვევით ამბობს, „თუ ვინ არის ამრევი“.„მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.

გურამ მაჭარაშვილი – საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ არის, როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალავა და ევროკომისიის ანგარიშიდან საერთოდ ამოიღეს უკრაინისა და მოლდოვის...

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშიდან საერთოდ ამოღებულია უკრაინისა და მოლდოვის შეფასება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველო უსწრებს ორივე ქვეყანას და დაწინაურებულია ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან მიმართებითაც.მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე მუხლები ამოიღო.„უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული, მოლდოვა – მესამე ქვეყნად. როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალვა ევროკომისიის ანგარიშში, ადგნენ და საერთოდ ამოიღეს უკრაინისა და მოლდოვის შეფასება. რატომ? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, აქ ვეღარ დამალავდნენ, რომ საქართველო არა მარტო წინ არის უკრაინა-მოლდოვაზე, არამედ დაწინაურებულია ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით. წარმოიდგინეთ სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში, რომ არც კი შეაფასეს და ევროკომისიის ანგარიშში მოლდოვაზე და უკრაინაზე არ ისაუბრეს. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ იქ ცუდია-ცრუია კალასს ეთქვა რაღაცები საქართველოზე და არავის ეთქვა, შენივე ევროკომისიის ანგარიშშია მოცემულობა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე უკან არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით: წარსულში ნასამართლევები - 1972 წელს დაბადებულიი.ბ., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., ასევე, ინდოეთის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ა. ტ. და 2001 წელს დაბადებული ს. მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები გადამოწმების მიზნით თბილისში, სხვადასხვა დროს შეაჩერეს.სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“- ე და „მეთადონი“.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები