დავით ზალკალიანი: უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ და ევროკავშირს დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ფუნქცია
უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ და ევროკავშირს დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ფუნქცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის პირველი რეზოლუცია სწორედ საგარეო ურთიერთობებს ეხება და საგარეო პოლიტიკის ძირითად სტრატეგიულ კურსთან არის სრულ თანხვედრაში.
„ეს არის, რა თქმა უნდა, გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ასევე ქვეყნის შიდა კონსოლიდაციისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ის ამბიციური გეგმები, რომლებიც ამ რეზოლუციაშია და ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს, ამ გეგმების შესასრულებლად აუცილებელია მთლიანად ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია, მუშაობა უკვე დღეიდანაა დასაწყები, რომ ის ამოცანები, იგივე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების დღის წესრიგის შესრულება, ასევე 2021-2027 წლის გეგმის შესრულება, ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. ევროკავშირს უნდა დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ფუნქცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...