![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2020/10/zalkaliani-fb2.jpg)
დავით ზალკალიანი ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ესაუბრა.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან სატელეფონო საუბრისას განხილული იყო ორმხირივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ყველა სფეროში. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს და მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე აღნიშნეს კოვიდ19-თან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.
დავით ზალკალიანმა მოლდოვას ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს აურელიო ჩოკოის საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებს და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთობლივ მოლოდინს. ასევე განხილული იყო რეგიონალური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს.
თუქრ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს შავ ზღვასა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება თურქი პარტნიორების მეირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის, ავესე კოვიდ19-თან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს – ირაკლი კობახიძე
მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს,...
მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა – მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ირაკლი კობახიძეს სპორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ყაველაშვილის თქმით, მოქმედი...
მამუკა მდინარაძე – როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
„2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის. თუ ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად,...
სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება
„სტრატეგიულ პარტნიორობა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი...
პრემიერი: ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”,ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით
სინამდვილეში, განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია, - ასე...
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური “ნაცმოძრაობა” როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან,...