ორშაბათი, მაისი 11, 2026

მიხეილ ჩხენკელი: სასწავლებელთა ქსელი გაძლიერდა, სასწავლო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანური კაპიტალის განვითარების, სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული კვირეულის გახსნისას განაცხადა.

მან იმ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც უწყებამ მიაღწია.

„შემუშავდა ახალი, თანამედროვე კვალიფიკაციების სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების სისტემასთან, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, გაძლიერდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, მომდევნო წლიდან პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც საფუძვლად დაედება პროფესიული განათლების რეფორმის ახალი სტრატეგია, მთავარი პრიორიტეტი კი, ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაცია და კერძო სექტორთან პარტნიორობის მეტად გაძლიერება იქნება.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო დონორს საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების საქმეში მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისათვის.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა არსებულ რეალობასთან ადაპტირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალიწინებით წელს დისტანციურ ფორმატში – ონლაინკონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს იმართება. იგი ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულის (European Skills Week) ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა

ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და, რა თქმა უნდა, პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც ცნობილია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ერისა და ქვეყნისთვისაც.„ამ წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არსებობდა პროცესის დისკრედიტაციისა და ურთიერთთავდასხმის მცდელობები. ცდილობდნენ, ამ პროცესისთვის რაღაცნაირად ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ისე წარიმართა და წარიმართება, როგორც საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან. ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრება 13:00 საათზე დაიწყება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

მეუფე გრიგოლი – ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ

ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა.„იყავ, უფალო, ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან.ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდება, გაფართოებული კრება კი 13:00 საათზე დაიწყება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

სამების ტაძარში დაიწყო გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება იმართება, რომელზეც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან მიმდინარეობდა და 12:00 საათამდე გაგრძელდა, შემდეგ კი გაფართოებული კრება დაიწყო.საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 3.17%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.50 დოლარს მიაღწია

„სიენენის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 3.17%-ით მოიმატა და ბარელზე 104.50 დოლარს მიაღწია.მედიის ცნობით, 3.21%-ით გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც და ერთ ბარელზე დაახლოებით 98.48 დოლარი შეადგინა.როგორც მედია წერს, ნავთობის ფასების მატებას წინ უძღოდა აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა, რამაც გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, როდის შეძლებს ნავთობი საციცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე გავლას.„სიენენის“ ცნობით, ომამდელ პერიოდთან შედარებით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი თითქმის 20 დოლარით უფრო მაღალია, ხოლო ამერიკული ნავთობი დაახლოებით ათი დოლარით ძვირია. გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, ამერიკელებს საწვავზეც მეტის გადახდა უწევთ. ბენზინის საშუალო ფასი ამჟამად გალონზე 4.52 დოლარია.ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის საპასუხო წინადადებით უკმაყოფილოა. „არ მომწონს, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სურსათზე ფასები მსოფლიოში მესამე თვეა იზრდება

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ქაოსის გამო, მცენარეული ზეთის ფასმა განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს მიაღწია.გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, აპრილში, ზედიზედ მესამე თვეა, სურსათზე ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა, ხოლო მცენარეული ზეთის ფასმა განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ქაოსის გამო მიაღწია.სურსათის ფასების ინდექსმა, რომლითაც სასურსათო პროდუქტების კალათის ღირებულება იზომება, აპრილში საშუალოდ 130.7 პუნქტი შეადგენა, რაც წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით, ხოლო გასულ წელთან შედარებით, 2 პროცენტით მეტია.FAO-ს ინფორმაციით, სურსათის ფასების ინდექსის ზრდა „ძირითად მარცვლეულ კულტურებზე ფასების მატებამ“ განაპირობა (სორგოსა და ქერის გამოკლებით).ხორბლის მსოფლიო ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ასევე განპირობებულია აშშ-ის ცალკეულ რეგიონებში არსებული გვალვით და ავსტრალიაში ნალექების საშუალოზე დაბალი დონის მოსალოდნელი მაღალი ალბათობით.ფასების ზრდას ხელი შეუწყო2026 წელს ხორბლის დათესვის შემცირების პროგნოზმაც. ფერმერები, როგორც წესი, დასათესად ისეთ კულტურებს ირჩევენ, რომლებიც ნაკლებ სასუქს საჭიროებს. თანაც, ეს ხდება სასუქებზე ფასების მატების ფონზე, რაც „ენერგორესურსების მაღალი ღირებულებითა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვით გამოწვეული შეფერხებებით“ არის განპირობებული.ამ შეფერხებების მიუხედავად, FAO მიიჩნევს, რომ გლობალური აგროსასურსათო სისტემები კვლავ ავლენენ „მდგრადობას“, რადგან მარცვლეულზე ფასები მართალია იზრდება, მაგრამ ზომიერი ტემპით.თუმცა, მცენარეული ზეთების შემთხვევაში, ფასების უფრო მკვეთრი მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ნავთობზე მაღალი ფასებით არის გამოწვეული „ეს ზრდის მოთხოვნას ბიოსაწვავზე და დამატებით ზეწოლას ახდენს მცენარეული ზეთის ბაზრებზე“, - განმარტავს FAO.აპრილში, მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი, მარტთან შედარებით 5.9 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ბოლო სიახლეები