ლევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება
მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„არის ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად შეიძლება ეს ასახულიყო პურის ფასზე. პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე იმ ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი. ამიტომ ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა მწარმოებლებთან, რომელის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და მინდა მოსახლეობას სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ...
რისთვის შეიყვარა ღმერთმა დაცემული კაცობრიობა, რისთვის შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები? – იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არის რაღაცისთვის – მეუფე შიო
მენელსაცხებლე დედების ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ტაძრებში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში, წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა და,...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტმა სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას...
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...