პარასკევი, აგვისტო 1, 2025

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,000 IT სპეციალისტს გადაამზადებს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ქსელები და ა.შ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა განხორციელდება ეტაპობრივად და პირველ ეტაპზე 500 IT სპეციალისტი გადამზადდება, რასაც მსოფლიოში უმსხვილესი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, რომელსაც სფეროში 38-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და მსოფლიოს TOP 20-ში საუკეთესო ტრენინგ პროვაიდერს შორის დასახელდა.

,,საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი საგადასახადო შეღავათები დააწესა IT კომპანიებისთვის, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე საერთაშორისო კომპანია უკვე შემოვიდა საქართველოში და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს IT გადამზადების პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, უფასოდ გადამზადდეს მსოფლიო დონის ტრენერებისგან, მიიღოს საერთაშორისო სერთიფიკატი ამ სფეროში და დასაქმდეს საერთაშორისო კომპანიებში მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილზე ქვეყნიდან გაუსვლელად“, – აცხადებს GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ტრენინგებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, აქვს შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია და დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს პროგრამაში. სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება.

პროფესიული გადამზადების კურსის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მიიღოს საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც ერთგვარი გარანტია იქნება მათი დასაქმებისა და მაღალანაზღაურებადი შემოსავლის გაჩენის. გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის სასწავლო კურსს ,,პროექტების მართვისა“ და ,,ფრილანსერობის“ მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა სახლიდან ჩაერთონ პროგრამაში და სრულყოფილად გაიარონ შერჩეული კურსი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს უნივერსიტეტებში, ტრენინგ ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურად მათთვის სივრცეების გამოყოფას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – კანადა მაღალ ტარიფებს აწესებს ჩვენი ფერმერებისთვის, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას, პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

ბოლო სიახლეები