ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯზე: როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი

როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, კონსტრუქციულ რეჟიმში, ცივილიზებული ფორმით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი?! პირიქით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „იმედის კვირის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა ორივე ქვეყანის ინეტერესებში შედის.

„ეს არ არის კარტოგრაფების საქმე. ეს არის დავით გარეჯის მოღალატეობრივი გზით დათმობის საქმე. ეს ძალა იმსახურებს აკრძალვას. პირდაპირ ვიტყვი, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, მოსახლეობას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს: ან ირჩევენ ღალატს, ან სახელმწიფოს ერთგულებას, პატრიოტიზმს.

დავით გარეჯის დამტკიცებით, თუ განმტკიცებითა და დაბრუნებით, თურმე, ხდება რუსეთის ინტერესების აღსრულება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, აქ ლოგიკა არ არსებობს, როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, კონსტრუქციულ რეჟიმში, ცივილიზებული ფორმით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი?! პირიქით, ეს არის ორ ქვეყანის ინეტერესებში შემავალი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება ხდება ყოველთვის უფრო კომიკური, ვიდრე მისი წინანდელი. თავს ვერ გაუგებ და ბოლოს… – გურამ მაჭარაშვილი

„სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება ხდება ყოველთვის უფრო კომიკური, ვიდრე მისი წინანდელი. თავს ვერ გაუგებ და ბოლოს, ლოგიკას ვერ ჩაწვდები და ქართულს ვერ გაიგებ, არაფერი რეალური იმასთან, რასაც საუბრობს არ აქვს პრაქტიკულ მოცემულობასთან არჩევნებთან დაკავშირებით...“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

დიმიტრი ცქიტიშვილი – ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე,...

ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ ქართული ოცნება”, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობებით, მუნიციპალური არჩევნები გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს“ და „თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს“.მისი შეფასებით, "ასეთი მკაფიო ევროპარლამენტი ჯერ არასდროს ყოფილა!".ცქიტიშვილის თქმით, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, მაშინ დღეისათვის ამაზე მნიშვნელოვანი, მკაფიო და ცალსახა გზავნილი არ არსებობს.ცქიტიშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ „ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები სრულად მოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიქტატურა“.„ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეცვლილია და ორიენტირებულია რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე!საქართველო იმდენად დასცილდა უკვე ევროკავშირს, რომ ევროპარლამენტი მოთხოვს მდგომარეობის სრულ და დეტალურ აუდიტს. ამ აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე საქართველო დაკარგავს ყველა აქამდე მიღწეული პრივილეგიას (ასოცრება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზა ლიბერალიზაცია, და ასე შემდეგ).ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართული ოცნების“ რეჟიმს!ასევე, დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხის მიმართ გზავნილი ასეთია:ევროპარლამენტის შეფასებით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო არ იძლევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას — არც საპარლამენტოს და არც ადგილობრივის.მოქმედ რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება არა ქართველი ხალხის ნების დასადგენად, არამედ არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს ამ სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ „ქართული ოცნება“, - წერს ის.

ანი წითლიძე – ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს

ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანას არანაირი ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, არამედ მართავს რეჟიმი, რომელმაც არჩევნები მიიტაცა, რომელმაც საქართველოს დააკარგინა ევროპული განვითარების პერსპექტივა და რომელიც არის მოკავშირე რუსეთის, ირანისა და ჩინეთის“, – განაცხადა წითლიძემ.მისი თქმით, რეზოლუციაში ნახსენებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი ევროპული ინტეგრაციის ნაწილში და პირდაპირ არის მითითებული, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის განმტკიცების საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ქარს გაატანა.როგორც წითლიძემ აღნიშნა, ამავე რეზოლუციაში არის ჩანაწერი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან, როგორც წესი, „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არ სჩვევიათ ხოლმე ასე ღიად საუბარი კონკრეტულად მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ამა თუ იმ არჩევნებში, თუმცა ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, არსებობს რუსული სპეცოპერაცია და სწორედ ასე აღიქვამენ ამას საერთაშორისო პარტნიორები, იმ ინტერპრეტაციისგან განსხვავებით, რასაც წინა რეზოლუციის მიხედვით აკეთებდა „ლელო“, თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ემხრობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას“.გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ იგულისხმება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული ანგარიშის ის ჩანაწერი, სადაც ოპოზიციას მიმართავდნენ, გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა და თვითმმართველობის არჩევნებს მედეგობის ტესტად განიხილავდნენ, რაზეც ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კი, თუმცა არა მონაწილეობის საკითხში.„მანდაც არ ყოფილა მონაწილეობის საკითხი. იქ თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტი იქნებოდა ეს თუ მონაწილეობა, ოპოზიციის ერთიანობას განიხილავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად. ანუ, იქ ეწერა, რომ მნიშვნელოვანი იყო, გადაწყვეტილებაში ყოფილიყო ოპოზიცია ერთიანი და არა არჩეულ გზაში, მაგრამ ამ რეზოლუციაში ახლა პირდაპირ და მკაფიოდ წერია, რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი აზრი რეჟიმის პირობებში არ აქვს“, – განაცხადა წითლიძემ.

ცნობილი ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო.დიმიტრი ყოჩიაშვილი დილით, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დღეს, დილით გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.„დიტო ექიმი ყოველ დილა ვარჯიშობდა. დღეს, დილით ცუდად გამხდარა და გზაზე ჩაჩოქილა. გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ძალიან მხნედ იყო.რამდენი მადლიერი ადამიანი ჰყავს, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ყველას იმედი, მიმხედი, პატრონი იყოო, დიტო ექიმზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან მძიმე ამბავია და ყველა ისე განვიცდით, როგორც ოჯახის წევრის გარდაცვალებას"- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.სოციალურ ქსელში ექიმის გარდაცვალებას ასობით პაციენტი და რიგითი მოქალაქე გამოეხმაურა.მოქალაქეები წერენ, რომ გარდაცვლილი არამხოლოდ მუნიციპალიტეტს, მთელ ქვეყანას დააკლდება.დიმიტრი ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 32 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„თურქეთიდან საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა“ – მიხეილ სარჯველაძე თორნიკე რიჟვაძეზე

„მეძლევა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დადებითი დინამიკის შესახებ. მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა,“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძეს შესაბამისი მკურნალობა საქართველოშიც მიეწოდებოდა და სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანას არ საჭიროებდა, თუმცა ეს ოჯახის სურვილი იყო.„ ოჯახის თხოვნა იყო. მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნამდვილად არ ყოფილა. ისიც შემიძლია ვთქვა, არ მგონია, რომ ის თურქეთში რაიმე სახით გაუმჯობესებულ მკურნალობას იღებს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც არსებობდა, გადავლილია. პირველ რიგში, ეს საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა უნდა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის და შემდგომ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ეს კრიტიკული დღეები, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა, აბსოლუტურად უნაკლოდ იქნა მართული. ამან მოიტანა კიდეც რეზულტატი და პრაქტიკულად მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო დამაიმედებელი. ამანაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო. პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, ტრანსპორტირება პრობლემა იქნებოდა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები