ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას სიტყვით გამოსვლა აბაშაში, წარდგენაზე

 

მოგესალმებით ძვირფასო აბაშელებო, მივესალმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერებს მოწვეულ სტუმრებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ჩემი გამოცდილება და ცოდნა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარო.
აბაშა გამორჩეული მუნიციპალიტეტია ჩვენს ლამაზ მხარეში. პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რაც უახლოეს 4 წელიწადში განხორციელდება აბაშაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ამ წლებში როგორ გამშვენიერდა აბაშის ცენტრი განსაკუთრებით. ბევრი პრობლემა გადაილახა, თუმცა გადასალახი პრობლემები წინ გველოდება და ჩვენ ამას რა თქმა უნდა გავაკეთებთ.
აბაშა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, ეს არის ჩვენი რეგიონის ბეღელი. ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა უფროსმა თაობამ, ბევრი წარმომადგენელი ამ უფროსი თაობისა დღეს აქ იმყოფება, მათ მიაღწიეს უდიდეს გამარჯვებას და კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული და მალარიით დამძიმებული სურათი სრულად შეცვალეს. მათ შეძლეს ცნობილი ენჯელის მასივის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბრუნვაში მოქცევა. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომა გაწიეს და მე რა თქმა უნდა მეამაყება ის, რომ პაპაჩემი ალექსანდრე მოწერელია, რომლის სახელსაც მე ვატარებ იყო ამ დიდი შრომის თანამონაწილე და მას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი სახელის ტარება ჩემთვის ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამდენად, მომავალი 4 წლის განმავლობაში წინაპრების დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავაძლიეროთ აბაშის აგროსამრეწველო კომპლექსი, ის, რომ თითოეული აბაშელი იყოს მისი თანამონაწილე და თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს თავის თავზე.
აბაშაში დღეს ფუნქციონირებს ძალიან წარმატებული კოოპერატივი, რომელმაც შეძლო ხორბლის კულტივირება აბაშაში და ჩვენ ყველანი ამის მოწმენი ვართ. სწორედ აბაშიდან დაიწყება სამეგრელოს კიდევ უფრო აგრარული გაძლიერება. აქ ჩამოყალიბდება ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობები. “ქართული ოცნება” იქნება სწორედ ამ რეფორმების, ამ დახმარების წინა ხაზზე. გადმოცემის თანახმად ადრეულ შუა საუკუნეებში სწორედ შემოსეულმა მტერმა აბაშიდან დაიწყო უკან დახევა. ეს არის ჩვენი გამარჯვების ადგილი და ერთად აბაშის, სამეგრელოს, ჩვენი მხარისა და საქართველოს წარმატებისათვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია“ – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.

„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. პოსტს უამრავი ადამიანი ეხმიანება და არ წყდება სამძიმრის ტექსტები მომღერლისთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან.რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

დევიდ ბექჰემი რაინდი გახდა

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.

მარტა კოსი – საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

ევრკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშები წარუდგინა.მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია მკვეთრად დამძიმდა.„კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლა ამ დონემდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს მოქალაქეთა ევროპული მომავლის მოთხოვნას. ევროპული საბჭოს ბოლო წლების დასკვნების თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

ბოლო სიახლეები