ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ ყველას აქვს საშუალება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ჩიქოვანი 2012 წელს არსებულ ვითარებას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ საარჩევნო კამპანიის წარმოება ძალადობის ფონზე მიმდინარეობა. კანდიდატის თქმით, არსებული თავისუფალი გარემო ,,ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია.

,,ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, გარემო,  სადაც შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ და არა ის, თქვენ  კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ.   ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი.

დღესდღეისობით  ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს,  ადგილობრივ გუნდს გეგას, მალხაზს და ყველას თითოეულ თქვენთაგანს საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი. ჩემს ვალდებულებად, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ  ქალაქად,  ერთ-ერთ ყველაზე  განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება

15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.სხდომას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გახსნის.როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საუბრები ფოკუსირებული იქნება რიგ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ევროპის საბჭოს მანდატის საფუძველში დევს.მათ შორის: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, განსაკუთრებული აქცენტით ომისშემდგომ პასუხისმგებლობასა და აღდგენაზე. ასევე, ევროპის საბჭოს მუშაობაზე მიგრაციის სფეროში, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბრის მინისტრთა კონფერენციის გაგრძელებაა, სადაც მინისტრთა კომიტეტის მიერ დეკლარაციის მიღებაზე მოწოდება გაჟღერდა.

“იმედის” განცხადებით, ევროპარლამენტმა შენობაში მუშაობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარი უთხრა

ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიატაციაზე უარი უთხრა."დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნულია "იმედის" განცხადებაში.ამასთან, ტელეკომპანიის განცხადებით, „იმედი“ დაინტერესდა მათი მოტივაციითა და არგუმენტებით. ტელეკომპანია აქვეყნებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხსაც.„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში, რომელსაც ტელეკომპანია ავრცელებს."იმედის" თანახმად, საკითხის დაინტერესების მოტივით ევროპის საბჭოსაც მიწერა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

მეუფე დანიელი – ინტრონიზაციაზე არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, არ ვფიქრობ, რომ მათი არდასწრების მიზეზი პროტესტი იყო – თუ ჩვენ არ გავერთიანდით,...

პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, მას უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მიტროპოლიტი დანიელის თქმით, აღსაყდრების დროს პატრიარქ შიოს თვალზე ცრემლი ბევრ რამეს ნიშნავდა და პირველ რიგში ეს იყო მისიის გააზრების, სიხარულის და მადლიერების ცრემლი.„ცრემლი პატრიარქის თვალზე ბევრ რამეს ნიშნავდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შეგნება და გააზრება იმისა, რომ პიროვნებას ღმერთმა ასეთი მისია დააკისრა. რასაკვირველია, ეს იყო უდიდესი მადლიერების განცდა. ეს იყო სიხარულის ცრემლი, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სიხარული, ეს არის რაღაც ძალიან ამაღლებული. სხვა რამესაც ვიტყვი, ეს ორი თვე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დაძაბული იყო ყველასთვის, იყო შიში, როგორ განვითარდება, რა შედეგები გვექნება, მე ვიცი, რომ პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, ჩვენც არ გვეძინა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მას უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო ეს პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. გარდა წმინდა ადმინისტრაციული , რომ ღირსეულად მოხდეს ყველაფერი, ეს ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ამას ემატებოდა სწორედ ის, რომ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო ეს. დღეს შემოგვეხმიანა ჩემი ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელიც ასი წლის ხდება და თქვა, რომ ძალიან მეშინოდა, რომ პატრიარქის შემდეგ დაიწყებოდა არეულობა და განხეთქილება და გუშინ რომ ვუყურე კურთხევას, ეს შიში გამიქრა. მე მგონი, ეს შიში მთელს საზოგადოებაში გაქრა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.მიტროპოლიტი დანიელის თქმით, წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსები აცნობიერებენ, რომ თუ არ გაერთიანდებიან, იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ აწევენ.მისივე თქმით, პატრიარქ შიოს აღსაყდრებას ორი ეპისკოპოსი არ ესწრებოდა, მაგრამ მათი არ დასწრების მიზეზი პროტესტი არ ყოფილა.„პატრიარქ ილია მეორის დროს შეიძლებოდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო თავისუფალი, ლაღი, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს განცდა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ. არ უნდა გავუცრუოთ იმედი არც ჩვენს პატრიარქს, რომელმაც ამდენი იზრუნა, ამდენი ჩადო, ჯერ სასულიერო დასში, შემდეგ საზოგადოებაში, მრევლში.გუშინდელ დღეს ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო პროტესტი. არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ძლიერი სეტყვა კახეთში – სტიქიამ სოფლები დააზარალა

სეტყვა კახეთში - სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში დაზიანებულია მარწყვისა და ატმის ბაღები.ზოგიერთი მოსახლე ამბობს, რომ სეტყვამ, ერთდროულად რამდენიმე ნაკვეთში გაშენებული ხილი დაუზიანა. სეტყვა იყო დედოფლისწყაროსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაშიც, სადაც სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დასეტყვილი.ამ დროისათვის, მონაცემები სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, დაზუსტებული არ არის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ​სეიედ აბას არაღჩი შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს.„სახელითა უზენაესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობა შიო III-ს, მე როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველი ერის უძველესი ისტორიის, სულიერი იდენტობისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობისადმი ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება და ყურადღება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენებზე.ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მტკიცედ დააკავშირა თავისი რწმენა, რელიგია, ეროვნული კულტურა და ისტორიული იდენტობა, ხოლო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საზოგადოების ერთიანობის, ზნეობრივი ურთიერთობების, ტრადიციებისა და ქრისტეანობაზე დაფუძნებული ეროვნული ერთსულოვნების განმტკიცებაში.ასეთი მდგომარეობა ცხადყოფს იმ ერის ღრმა ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც აღმავლობისა თუ ძნელბედობის მიუხედავად, ყოველთვის მყარად იდგა თავის სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე.იმ ვითარებაში, როდესაც თანამედროვე სამყარო რთული კულტურული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, რელიგიური ინსტიტუტების როლი მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და თანასწორობის შენარჩუნებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდში კოლექტიურ სიბრძნეზე, წინდახედულობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროცესები უაღრესად საყურადღებოა, რაც წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში რელიგიური სიბრძნის უძველესი ტრადიციის უწყვეტობას.ირანის ისლამური რესპუბლიკა, მორალური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ფონზე, რაც გამოხატულია დიდი სახელმწიფოების აგრესიულ და ოკუპაციურ მოქმედებებში, ყოველთვის პატივს სცემს სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, რელიგიურ რწმენას და რელიგიური ინსტიტუტების ადგილს ერების იდენტობაში.ირანი მიიჩნევს, რომ რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგით მომზადდება სათანადო ნიადაგი ურთიერთგაგების, მდგრადი მშვიდობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.ვიმედოვნებთ, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი და რელიგიური პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მსახურებაში, სიბრძნესთან, ზომიერებასთან და მშვიდობასთან ერთად, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, იმედს და სულიერ სრულყოფილებას მოუტანს ქართულ საზოგადოებას.ყოვლისშემძლე უფალს შევთხოვთ თქვენი უწმინდესობის წარმატებას, მისი უწმინდესობა ილია II-ის სულის მარადიული დიდებას და საქართველოს ხალხის დღეგრძელობას, ღირსებას, მშვიდობასა და წინსვლას“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ბოლო სიახლეები