ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

Freedom House: ინტერნეტ-თავისუფლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო გლობალურ რეიტინგში დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია

Freedom House: ინტერნეტ-თავისუფლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით საქართველო გლობალურ რეიტინგში დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია

ინტერნეტ თავისუფლებისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ საქართველო კვლავ დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო 76 ქულით სრულად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ისეთ წამყვან და განვითარებულ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ავსტრალია, აშშ და იტალია, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იაპონია, არგენტინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი. Freedom House-ს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთი ქულა მოემატა, რის შედეგადაც სამი ადგილით დაწინაურდა და გლობალურ სარეიტინგო სიაში მე-10-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
Freedom House-ს ანგარიშში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში, ანგარიშში საუბარია კომუნიკაციების კომისიის მიერ მომხმარებლებისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.sheamotsme.ge რომელიც მომხმარებელს ინტერნეტის ხარისხის შემოწმების შესაძლებლობას 24 საათის განმავლობაში აძლევს.
ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას და სფეროში არსებულ ტენდენციებს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მზარდია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და 2020 მაისის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 921 000 შეადგინა, რაც 137 000-ით მეტია გასულ ორ წელიწადთან შედარებით. მომხმარებელთა მზარდ ტენდენციასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ იზრდება მომსახურების ხარისხი, როგორც ფიქსირებულ ისე მობილურ ინტერნეტზე.
Freedom House-ს ანგარიშში ასევე საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების ხუთწლიან სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბებაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების მიზნით, ქვეყნის მიერ წარდგენილი სტრატეგია ითვალისწინებს ბაზარზე კონკურენციის სტიმულირებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ციფრული უნარების განვითარებას. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 3G და 4G სერვისები ფართოდ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. აქვე აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელი უნდა ფარავდეს ქვეყნის ტერიტორიის 99 პროცენტს, ხოლო 5G სერვისის პილოტირება ქვეყანას დაწყებული უნდა ჰქონდეს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიამ დაამტკიცა 5G განვითარების სტრატეგია და 2020 წლიდან აუქციონს გამოაცხადებს.
Freedom House-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა, მათ შორის ხარისხობრივი კუთხით ინტერნეტის შესახებ და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ყველა ინტერნეტ პლატფორმასა და კომუნიკაციაზე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს მცირე და საშუალო ზომის ოპერატორების საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულებას უსაზღვრავს. Freedom House-ს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და მომხმარებელს მკვეთრად შემცირებულ ტარიფებს მოუტანს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები