გიორგი კახიანი: არის ფაქტები, რომ დავით გარეჯისა და ზოგადად აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტიზაციის პროცესში, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს
არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე რომ დავით გარეჯის და ზოგადად დემარკაცია-დელიმიტიზაციის პროცესში, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყოლოდა, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აღმოჩენილიყო ჩვენი ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე მეტყველებენ კონკრეტული ფაქტები.„სამწუხაროდ ოპოზიცია არ საუბრობს ამ ფაქტებზე, ისინი ცდილობენ ისრის სხვა მიმართულებით გაშვებას. საუბრობენ, რომ ეს ხდება საარჩევნო პერიოდში. სხვა უსაფუძვლო არგუმენტებიც მოვისმინეთ. ეს ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ კონკრეტულ ფაქტებს და საკითხის პოლიტიზირება მოახდინონ. ფაქტები კი უდავოა და ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ამ შემთხვევაში, შეიძლება მძიმე კითხვების დასმა მოხდეს, რომ რატომ არ გამოიყენეს 1938 წლის რუკა და რატომ ხდებოდა კომისიის მიერ 70-იანი წლების რუკით საზღვრების დემილიტარიაზაცია-დემარკაციის პროცესი. ეს აჩენს კითხვებს და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე“, – აღნიშნა კახიანმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: რა პარლამენტის შენობაში არიან უმრავლესობის დეპუტატები, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?! – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია
საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი...
ნიკა გვარამია: “ჩვენი გეგმაა, დეპუტატები ვერ შეიკრიბონ და ვერ მიიღონ ის კანონი, რომელსაც იღებენ – გამოვა არ გამოვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი”
პარტია "ახალი"-ს ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა ადა აცხადებს, რომ მათი გეგმაა, საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცენ ხვალ შეკრების...
მამუკა მდინარაძე ბუაძის განცხადებაზე: უბრალოდ რამდენიმე დეპუტატს კბილის ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან ახლა მალე და ყველა პარლამენტში იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საბა ბუაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან. ამ თემაზე კომენტარი...
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს, ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად...
პატრიარქის მიმართვა მრევლს: ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა მრევლს. პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა...
შალვა პაპუაშვილი: ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ვხედავთ, როდესაც რაღაცის დამკვიდრება ხდება სხვაგან, შემდეგ ის საქართველოშიც ინაცვლებს – ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, ეს საკითხი მოვაწესრიგოთ
„ჩვენი დაკვირვებაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს სამყაროში, ცვლის ტრადიციულ ურთიერთობას, ქცევის წესებს, გარკვეულწილად ცვლის...