რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მაჟორიტარი კანდიდატები, მაცხოვრის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, წირვა-ლოცვასა და შეწირვის ე.წ. „მატაღის“ რიტუალს დაესწრნენ.
სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრაზე კანდიდატებმა საკუთარი ხედვა წარმოადგინეს ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან მიმართებაში. საუბარი შეეხო, გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქ.ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში არსებული სომხურ-ქართული კლასის მნიშვნელობაზე, სადაც პირველი კლასის მოსწავლეები ეუფლებიან ქართული ენის პარალელურად სომხურ ენასა და ლიტერატურას, რომელიც რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ, პირველ რიგში, ჩვენს ქალაქში სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს, რათა ბათუმში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ, მიუხედავად განსხვავებული ეთნიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა თავი იგრძნოს ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების მიერ დამკვიდრებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების მიხედვით. აჭარაში მცხოვრები სომხური სათვისტომო ჩვენი მოძმე ერია. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვუდგავართ და ეს ურთიერთობა გაგრძელდება მომავალშიც“- განაცხადა რესან კონცელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...