ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

მამუკა მდინარაძე: თუ რუსეთზე საუბარი გვსურს, მაშინ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მოქცევა, რაღაც ტერიტორიის რუსეთს აწყობს? – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ შედის დავით-გარეჯის თემის გააქტიურება რუსეთი ინტერესებში იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტური ურთიერთობა აქვს.

მდინარაძის განცხადებით, თუ რუსეთზე საუბარი გვსურს, მაშინ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ისმის რიტორიკული შეკითხვა, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მიდის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თავდაცვის სამინისტრომ როგორ უნდა იმოქმედოს? უნდა გადასცეს თუ არა ეს ინფორმაცია პროკურატურას? როდესაც პროკურატურაში შედის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება თუ უნდა დაელოდოს არჩევნებს? თქვენი კითხვა შეიცავს რისკის გაღრმავების ელემენტებს, ჩვენ არ უნდა დავძაბოთ ვითარება ძალით. საუბარი ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მასთან საზღვრების დადგენას, კონკრეტული ადამიანების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას, რომელშიც იკვეთება საქართველოსთვის უარესი გადაწყვეტილების მიღების მცდელობის ნიშნები და ამ დროს, ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთზე. რუსეთზე საუბარი თუ გნებავთ, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლუკა ბესელიძეს პირველადი დიაგნოზით აუტიზმი აქვს, ახლა კი დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე – მედულობლასტომა ნათხემზე, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ორი კვირის წინ ლუკა ბესელიძეს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.რამდენიმე დღეში ლუკას თურქეთში სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სხივური და ქიმიოთერაპიის კურსი. ასევე საჭიროა დამატებითი პოსტოპერაციული კვლევები, რათა გამოირიცხოს მეტასტაზების არსებობა.მკურნალობის ხანგრძლივობა, წინასწარი შეფასებით, სულ მცირე, ექვსი თვე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში ლუკას ოჯახს სტამბოლში მოუწევს ყოფნა. პარალელურად, ბავშვს დასჭირდება ნეიროფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა.მკურნალობისთვის საჭირო თანხა 89 500 აშშ დოლარს შეადგენს. ოჯახი საზოგადოებას დახმარების სთხოვს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე:​„საქართველოს ბანკი“: GE80BG0000000686894200„თიბისი“ ბანკი: GE27TB7146745063600027Paypal: paypal.me/LRusiaმიმღები: ოთარ ბესელიძე

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტაშით და შეძახილებით დახვდნენ.შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

მძიმე ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა - ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გია ვოლსკი – მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, თორემ, თავადაც კარგად იციან, რომ ხელი არ შეუშლიათ იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე შეფერხება ჰქონოდა, რაც განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელიც მოაწერა რეზოლუციაზე, რომ რუსეთი მართალი იყო და ამ ფონზე ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულა.„პრაქტიკულად, ის მიიღეს და შეასრულეს, რაც უკარნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო. იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან გარკვეული მორჩილება უნდათ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ, ეს იქნება ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. დღეს, შუა დერეფნის თემაც გაცილებით აქტუალურია. აქედან გამომდინარე, დაკვეთის შემსრულებელს აგენტი ჰქვია. აგენტურული საქმიანობა იმას გულისხმობს, რასაც ისინი აკეთებენ. თითქოს „ქართული ოცნების„ მხარეს უნდათ ხელის გამოშვერა, რომ რუსული პოლიტიკა წარმოებს, თუმცა ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა. ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ოდესმე იმ სტანდარტს დაუპირისპირდა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია. ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო. ეს ის სურათია, რომელიც წარმოგვიდგა. ამ სურათის გადასაფარად ლიტონ სიტყვებს არახუნებენ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის პოლიტიკა წარმოებს. ეს ხალხი იმ სცენარს არის აყოლილი, რომელიც იუკნევიჩიანეს, კალასის, კოსის თუ კუბილიუსის მონაწილეობით დაწერეს. მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება

ცესკოს ცნობით, 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება.კენჭისყრა 4 მუნიციპალიტეტში გაიმართება სადაც მოქალაქეები საკრებულოს წევრებს აირჩევენ. ამ საკითხზე მორიგი სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდება.„4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს გამოკლებული წევრების შევსების მიზნით ჩვენ გვიწევს შუალედური არჩევნების ჩატარება. იმისთვის, რომ პოტენციურმა მონაწილე პარტიებმა წინსწრებით იცოდნენ შესაბამისი საორიენტაციო თარიღი არჩევნების თაობაზე მინდა გაცნობოთ, რომ 14 აგვისტოს განიხილება 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნების დანიშვნის საკითხი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

ბოლო სიახლეები