კვირა, ივნისი 21, 2026

ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის სანქციების ჩამონათვალი ცნობილია

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით,მთავრობა ხე–ტყის უკანონო ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებები გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. გამკაცრდება სანქციები კერძოდ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ამავდროულად, ,,წითელი ნუსხის“ სახეობების ბუნებრივი გარემოდან ნებართვის გარეშე მოპოვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს; სახერხი საამქროს შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურების გავლის გარეშე მოწყობისათვის ასევე დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ პირს ანალოგიური ქმედებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი უკვე აქვს.

გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების მოსპობისა და დაზიანებისათვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ბრაკონიერობის წინააღმდეგ ღონისძიების გატარებას, კერძოდ, თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ნადირობის წესებს, მას ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება გარკვეული ვადით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ლევან დავითაშვილისგან მოისმინეს.

„უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ როგორც ხე-ტყის უკანონო ჭრას, ისე იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც გარემოს აზიანებს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს უდიდესი ფუნქცია აკისრია. ცვლილებები, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ზედამხედველობის დეპარტამენტს მიეხმარება ყოველდღიურ აღსრულების პროცესში. გამკაცრებული სანქციების ამოქმედება უფრო ეფექტიანს გახდის გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ ღონისძიებებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოში 41 საშტატო ერთეულია. რეგიონული სამმართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებას აკონტროლებს; გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები კი 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ საუთჰემპტონში, „სენტ მერის“ სტადიონზე პროფესიონალურ კრივში მეოთხე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ლიამ დილონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.გურულისა და დილონის შეხვედრა რვა რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ქართველი სრულად დომინირებდა, მან მეტოქეს არცერთ კომპონენტში მისცა შანსი.29 წლის გურულისთვის პროფესიონალურ კრივში ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო. მისი დებიუტი 2025 წელს ქალაქ რუსთავში შედგა.

დონალდ ტრამპი – ჯორჯია მელონიმ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მხარი არ დაუჭირა, ახლა კი, როცა შტატებმა ირანი დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად,...

ჯორჯია მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მელონის პოპულარობის კლების მიზეზი, შესაძლოა, აშშ-ს მხარდაჭერაზე უარი იყოს.„მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, შესაძლოა იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირა ამერიკის შეერთებულ შტატებს – ქვეყანას, რომელსაც ძალიან უყვარს და იცავს იტალიას – მაგალითად, მაშინ, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა (თუმცა ამ მხრივ ნატო-მაც იგივე გააკეთა!). მან იტალიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გამოყენების უფლებაც კი არ მოგვცა, რაც ლოგისტიკური თვალსაზრისით სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ეს მაშინ, როდესაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს იტალიისა და სხვა ე.წ ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად. ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად. არა, გმადლობთ!“ – წერს ტრამპი.

ჯორჯია მელონი – პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა – ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია, შენსაზე ფოკუსირდე

ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია შენსაზე ფოკუსირდე,- ასე პასუხობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს მელონი მასთან მეგობრობის აღდგენას თავისი რეიტინგების გასაზრდელად ცდილობს. ,,ჩემი პასუხი ჩემს შესახებ დონალდ ტრამპის ბოლო პოსტზე. მაგრამ ამ თემას არ დავუბრუნდები, ვინაიდან ჯერ კიდევ მჯერა დასავლეთის ერთიანობის და არ მჯერა, რომ ეს წარმოდგენა ჩვენს ამოცანებს შეესაბამება. პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა. ჩემს პოპულარობას რაც შეეხება, შენთან მეგობრობა ნამდვილად არ დამეხმარა, და ის არცაა დამოკიდებული შენთან ურთიერთობებზე. ჩემი პოპულარობა დამოკიდებულია ჩემს შესაძლებლობაზე, დავიცვა იტალიის ეროვნული ინტერესები, და მუდმივად მხოლოდ ამას ვაკეთებდი. სწორედ ეს გავაკეთე იტალიაში ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით. მათი გამოყენება რეგულირდება შეთანხმებებით, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით, და რომლებიც არ დაირღვევა სანამ პრემიერ-მინისტრი ვარ. იტალია ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის. გირჩევ შენსაზე ფოკუსირდე,” - წერს მელონი.

დღეს დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე ანგარიშის მომზადებას მომდევნო სამოცი დღის შესახებ-ალი მოჯანი

,,დღეს დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე ანგარიშის მომზადებას მომდევნო სამოცი დღის შესახებ - სამოცი დღისა, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტ პერიოდად იქცეს ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისა და რეგიონული თანამშრომლობის ახალი სივრცის ფორმირების გზაზე. ანგარიში დასრულების შემდეგ თეირანში გაიგზავნა მასში შევეცადე წარმედგინა მომავალი ვითარების რეალისტური სურათი — არა მხოლოდ სურვილებსა და ოპტიმიზმზე დაყრდნობით, არამედ იმ შესაძლებლობების, შეზღუდვების, რეალური პერსპექტივებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ამ შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს პოზიციას კავკასიაში და ქვეყნის შესაძლებლობებს, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერებაში. მჯერა, რომ ახალ პირობებში კავკასია და განსაკუთრებით საქართველო უფრო მეტად შეძლებენ იქცნენ ხალხების, ბაზრებისა და კულტურების დამაკავშირებელ ცენტრად. ანგარიშის მომზადების პროცესში ვისარგებლე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ჩემი კოლეგების რჩევებითა და გულწრფელი შეხედულებებით. ასევე, გასული კვირის განმავლობაში ჟურნალისტების, მკვლევრების, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ ირანის შესახებ გამოქვეყნებული მრავალი სტატია, კომენტარი, ანალიზი და მოსაზრება ჩემთვის ღირებული წყარო იყო არსებული გარემოს უკეთ გასაგებად და მომავლის პერსპექტივების განსასაზღვრად. ყველას გულწრფელ მადლობას ვუხდი. მომდევნო სამოცი დღე მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის; ეს არის შესაძლებლობა ახალი ინიციატივების შესაქმნელად, თანამშრომლობის ახალი გზების გასახსნელად და არსებული პოტენციალის ხელშესახებ რეალობად გადასაქცევად. ასეთ პერიოდებში მომავალს მხოლოდ პოლიტიკური პროცესები არ განსაზღვრავს; გადამწყვეტ როლს ასრულებს ასევე ნება, დიალოგი, ურთიერთგაგება და კულტურული თუ ეკონომიკური თანამშრომლობა. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ შესაძლებლობის საუკეთესოდ გამოყენებას რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად და ხალხებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის განსავითარებლად''-ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე – ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, საქართველო ბევრად უფრო წინ წავა ეკონომიკური პოტენციალის ათვისების კუთხით

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში, დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები