ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025

რას გვირჩევენ მედიკოსები ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად

ხშირად გვიკვირს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დიდი გურმანობით გამოირჩევა

და საკმაოდ კალორიულ საკვებსაც რეგულარულად მიირთმევს, წონაში არასოდეს იმატებს, მაშინ როცა, ამა თუ იმ დიეტის მკაცრად მიმდევარნი, ვერაფრით იკლებენ ჭარბ კილოგრამებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ზოგს მეტად აჩქარებული და გაძლიერებული აქვს მეტაბოლიზმი, იმისათვის, რომ ადამიანმა წონაში დაიკლოს, აუცილებელად უნდა გააქტიუროს, დააჩქაროს მეტაბოლიზმის პროცესები ორგანიზმში. ამისათვის მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:
1) საკვებ რაციონში უნდა ჩართოთ მეტი ცილა – ცილები განსაკუთრებით აჩქარებს მეტაბოლიზმს, სულ მცირე 15-30 %-ით. გარდა ამისა, ცილები გვიცავს გადაძღომისაგან, რადგან საუკეთესოდ უზრუნველყოფს

დანაყრების შეგრძნებას;

2) სვით სათანადო რაოდენობის წყალი – წყლის დეფიციტი მეტაბოლიზმის შენელების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც დღის განმავლობაში მკაცრად უნდა აკონტროლოთ მიღებული წყლის რაოდენობა;
3) ინტენსიურად დაიტვირთეთ ფიზიკური აქტივობით – ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ბევრი ენერგია იხარჯება, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მოთხოვნა კალორიათა დასაწვავად. ეს განსაკუთრებულად აჩქარებს მეტაბოლიზს;
4) რეგულარულად სვით მწვანე ჩაი – British Journal of Nutrition- ში განთავსებული ერთ-ერთი ავტორიტეტული შრომის შედეგები ადასტურებს იმას, რომ მწვანე ჩაი 4-5 %-ით აჩქარებს ორგანიზმის მეტაბოლისმს; რაც მთავარია, ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა შედეგის მისაღწევად, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დაიხურა. პროცესს ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრებოდა.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბლუმბერგი“ – რუსეთი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს უკრაინისა და აშშ-ის მიერ შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმის პროექტში

რუსეთი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს უკრაინისა და აშშ-ის მიერ შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმის პროექტში. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთში არ მიაჩნიათ, რომ 20-პუნქტიან გეგმაში, რომელიც აშშ-მა და უკრაინამ შეათანხმეს, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დებულებები და პასუხებია იმ საკითხებზე, რომლებიც რუსეთს აინტერესებს.კერძოდ, კრემლს სურს გარანტიები იმის თაობაზე, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლელით და უკრაინისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭება, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს.„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთი ასევე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ჯარისა და იარაღის შეზღუდვა, მკაფიო გარანტიების არსებობა უკრაინაში რუსული ენის სტატუსთან, დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნასა და დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების ბედთან დაკავშირებით.როგორც „ბლუმბერგს“ წყარომ განუცხადა, რუსეთში ამ გეგმას უკრაინულ გეგმად მოიხსენიებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მას ცივი გონებით შეისწავლიან.

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი.დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება შაბათს, 27 დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა.„დღევანდელი დღე არის თქვენი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. სწორედ ასეთ პროექტებზე დგას ძლიერი სახელმწიფო და სწორედ ასეთი ნაბიჯებით შენდება საქართველოს უკეთესი მომავალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა.სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რომელსაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დაეთანხმა.მისი თქმით, პროცესზე მოწმეებისა და მათ მიერ მოწოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციების შესახებ იქნება საუბარი და სწორედ ამიტომ გადაწყდა, სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენება.ადვოკატი აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების დეტალურად განხილვა საჭირო არ არის.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სუს-ის ყოფილი უფროსის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები