სამშაბათი, მარტი 24, 2026

ვირტუალური აუტიზმი – ეს უკვე რეალობაა!

პრობლემა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყოველწლიურად. შემთხვევათა 90%-ში მშობლები აღიარებენ, რომ მათი ბავშვები დღის მანძილზე 4-5 საათს ატარებენ ტელევიზორთან, მობილურ ტელეფონთან ან გაჯეტებთან.
უფროსებისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან გატარებული 5 საათი არ წარმოადგენს საგანგაშო ფაქტორს, მაგრამ პატარა ბავშვებისთვის (0-2 წლის) ელექტრონული გაჯეტები უბრალოდ დამანგრეველ ეფექტს იძლევა. მარიუს ზამფირმა (ფსიქოლოგი და რუმინეთის ბავშვთა აუტისტური ცენტრის კოორდინატორი) გამოიგონა ტერმინი “ვირტუალური აუტიზმი” და გაუზიარა კოლეგებს საკუთარი გამოკვლევების შედეგები: “უმეტეს შემთხვევევბში, ბავშვებს, რომლებსაც 5 საათით ტოვებდნენ ეკრანებთან ვირტუალურ რეალობასთან, გამოუვლინდათ ფსიქომოტორული განვითარების, მეტყველების და ქცევის დარღვევები (აუტიზმი)”.

“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სიმპტომებით “ვირტუალური აუტიზმი” არაფრით განსხვავდებოდა კლასიკური აუტიზმისგან. განსხვავება მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვქონდა ბიოლოგიურ- ნევროლოგიურ განუვითარებლობასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში – ნეიროგანვითარების არარსებობასთან, რომელიც გამოწვეულია ვირტუალური რეალობით”.

თუ აუტიზმის პრობლემა გაღელვებთ, ეს ინფორმაცია დაგჭირდებათ

როგორც წესი, ბავშვები სიტყვების მნიშვნელობას და აზრს იგებენ სხვადასხვა სათამაშოთი თამაშის, ადამიანებთან ურთიერთობის, მათი მოქმედებისა თუ ქცევის შედეგად. ისინი სიტყვიერად უხსნიან ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობას. მაგ: პანამა ასოცირდება მზესთან და სიცხესთან, თბილი ქუდი კი – სიცივესთან და ზამთართან. ბავშვის ტვინი ვერ ვითარდება შეხების (სათამაშოებთან, საგნებთან ადამიანებთან) გარეშე. ხმაური და შუქი – რაც ეკრანიდან მოდის, მხოლოდ ფიზიკურად იზიდავს ბავშვის ყურადღებას. ამ შემთხვევაში ვერ ვითარდება გონებრივი შესაძლებლობები.

ეკრანი იმდენად იზიდავს ბავშვის ყურადღებას და მის გრძნობებს, რომ ის ვეღარ აცნობიერებს რა ხდება მის გარშემო – რეალურ სამყაროში. ეკრანზე გამოსახულება ხომ უფრო ჩქარი, ხმაურიანი და ფერადია. ასე ყალიბდება დამოკიდებულება შუქზე, ხმაურსა და ნახატებზე, რაც ბავშვის იზოლირებას ახდენს გარე სამყაროსთან.

ხმაური, მკვეთრი შუქი, კადრების სწრაფი მონაცვლეობა (მულტფილმების შემთხვევაშიც), ბავშვში იწვევს ნეგატიურ ემოციებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადადის აგრესიულ და უკონტროლო ქცევაში.

ექიმები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, 2 წლამდე ბავშვები რაც შეიძლება დიდი ხნით ასეირნონ ქუჩაში, ბუნებაში. აკონტაქტონ მათზე უფროს ბავშვებთან, უფროსებთან, რომლებიც ისაუბრებენ და ითამაშებენ მათთან.

რუმინეთის ბავშვთა აუტისტურმა ცენტრმა დაიწყო კამპანია “შევაჩეროთ ვირტუალური აუტიზმი”. მისი მიზანია აამაღლოს ცნობიერება საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე (უფროსებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებში), რასაც იწვევს კომპიუტერისა და ტელევიზორის უკონტროლო ყურება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პოლიტიკო“ – აშშ ირანის ახალ ლიდერად ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ გალიბაფს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის პარლამენტის სპიკერს, მოჰამად ბაგერ გალიბაფის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო პარტნიორად და ირანის სავარაუდო მომავალ ლიდერად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკო“ ავრცელებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში რამდენიმე კანდიდატის „ტესტირებას“ გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებული არ არის. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კანდიდატთა შორის არ არის ირანის შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი.როგორც „პოლიტიკოს“ წყაროები ამბობენ, თეთრ სახლში ირანისთვის „ვენესუელურ სცენარს“ განიხილავენ, როდესაც ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსი მიდის, რომელსაც შიდა მხარდაჭერაც აქვს და ამავე დროს აშშ-ის მიმართ ლოიალურია.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ სჯერათ, რომ ფეჰლევს ირანში რეალური ლეგიტიმაცია ექნება.ამავე დროს, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ გალიბაფის კანდიდატურისადმიც.„გალიბაფი ამბიციური და პრაგმატულია, თუმცა ამავე დროს პრინციპულად ერთგულია ისლამური წყობის შენარჩუნების,“ – ამბობს პოლიტიკოსთან საუბარში ირანის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი, ალი ვაეზი.მოჰამად ბაგერ გალიბაფი ირან-ერაყის ომის დროს მსახურობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. 1999 წელს დაინიშნა ირანის პოლიციის უფროსად. 2005–2017 წლებში იყო თეირანის მერი. 2020 წლიდან კი იკავებს მეჯლისის, ირანის ერთპალატიანი პარლამენტის, თავმჯდომარის თანამდებობას.გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ წერდა, რომ გალიბაფი მონაწილეობდა აშშ-თან მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დაგეგმილი დარტყმები ხუთი დღით გადადო. თეირანი მოლაპარაკებების ფაქტს უარყოფს.

გია ვოლსკი – ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა, ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს

ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა. ხდება ეკლესიაზე შეტევა, მათ შორის უტიფარი და უწმაწური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას.„ახლა ბევრი ვერ გაბედეს, მაგრამ იყო მცდელობა, იმ ხალხთან გაეგივებინათ თავი, ვინც მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ ვერც თავისი ძველი ცოდვები დაივიწყეს. ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს. ეს ერთადერთი მიზეზია იმის, წლებია, რა პოზიციაც აქვს ჩამოყალიბებული ე.წ. ოპოზიციას. ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობის ქადაგება და ამ მშვიდობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ, რადგან მათ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ექსტრემიზმი და მის განხორციელებას ცდილობენ კიდეც. რევოლუციის სცენარისთვის მხარის არდაჭერა განიხილება იმის ღალატად, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ქადაგებს. ეკლესია მათ საკუთარი დეზინფორმაციის გავრცელებაში თუ არ გამოადგა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ეკლესია განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. ბევრჯერ ვიხილეთ ამის უტიფარი გამოხატულება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა”- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა''- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს.

საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და  სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი), უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული 1170 კოლოფი სიგარეტი, 2 სხვადასხვა მსუბუქი ავტომობილის საბურავში, ასევე სალონში არსებულ წინა პანელისა და საწვავის ავზში მალულად ჰქონდათ განთავსებული.ორივე ფაქტის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას –...

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.მისი თქმით, საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.„ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის კორუფციის აღქმა და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 19-20 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ბოლო სიახლეები