ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.
,,თხილი სტრატეგიული კულტურაა, როგორც მთლიანად სამეგრელოსთვის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, ამ კულტურას მოაქვს მნიშვნელოვანი დოვლათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს თხილის სექტორის განვითარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ საწარმო ,,ნატს ჯი“-ს ვესტუმრეთ, საწარმო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს“ აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა, მათ შორის თხილის გადამამუშავებელი 8 საწარმოა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა 17 აგროსაწარმო.
სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა ფერმერის ალექს ანტონიუკის თხილის პლანტაციაში ყოფნისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,ახალგაზრდა ფერმერს, სოფელ ჭაქვინჯში, თხილის სხვადასხვა ჯიში 13 ჰექტარზე მოჰყავს. ფერმერი პლანტაციაში სახელმწიფოს დახმარებით წვეთოვანი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რაც მის მოსავალს და პროდუქციის ხარისხს გაზრდის. ფერმერთა ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბაღების გაშენებასთან ერთად, სახელმწიფო ფერმერებს უკვე გაშენებულ ბაღებში შესაძლებლობას აძლევს სარწყავი სისტემა მოაწყოს, რისთვისაც 50%-იან სუბსიდირებას ახდენს“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ნანა კაკაბაძე: მასობრივ წამებებს, უსამართლო სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ქუჩაში მკვლელობებს რომ სისხლიან რეჟიმს ეძახით, ეს დემოკრატიის წინსვლა იყოო – ამაზე ცხადად რაღა უნდა გვითხრას ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა?
არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენის განცხადებას...
კახა კალაძე: აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ
„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ...
კახა კალაძე: რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები? კი ბატონო, გააკეთონ – ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე
"არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი...
რომან გოცირიძე “ოცნების” დეპუტატებს: ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია – ყური დაუგდეთ გულის ხმას, ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ
"ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართავს: "მიმართვა “ოცნების” დეპუტატებს უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც...
იონათამიშვილი: დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ შშმ პირებმა საკუთარ თავზე მიიღეს ეს ყველაფერი – 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, დამჭირდა ეტლი – მაშინ 19 წლის ვიყავი
როდესაც, გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ...
სოზარ სუბარი: ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას – სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია უკარნახებს
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ამერიკა რომ მოქცეულიყო როგორც ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და მიგვეღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ეს...