დავით ზალკალიანი – დიდ მადლობას ვუხდი აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ
მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც ზალკალიანი აცხადებს, მოხარულია, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.
„დღეს მივიღე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საპასუხო წერილი ჩემ მიერ გაგზავნილ მოსაწვევზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აშშ-ის მხრიდან სადამკვირვებლო მისიის მივლინებასთან დაკავშირებით.
მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.
მივესალმები სტრატეგიული პარტნიორის მზაობას, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, არსებული რესურსით – საელჩოს სახით და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაში მოხალისეების მოზიდვის გზით, მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ სრულ მზაობას საქართველოს მთავრობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით.
პარტნიორების მსგავსი შეფასებები და ჩვენი საზოგადოების მზაობა არის მნიშვნელოვანი სტიმული კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს და უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების დემოკრატიული არჩევნები“,- აცხადებს დავით ზალკალიანი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში მოხალისეებს გამოგზავნის, რომლებიც შეუერთდებიან ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას. პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს რესპუბლიკურმა ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულ ინსტიტუტთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებს.
ამასთან, მაიკ პომპეო დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში წერს – „ვაფასებთ ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში“.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...