გოჩა ენუქიძე-ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის

Read Time:32 Second

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი და მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით კორონავირუსის
გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ამბროლაურის, ლენტეხის,
ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში
ხორციელდება.
დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოების თავშეყრის
ადგილებს, ადმინისტრაციულ შენობებს, მაღაზიებისა და მომსახურების სხვა
ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს.
ამავდროულად, რეგიონში შემავალ მთავარ გზებზე განთავსდა 3 ბლოკპოსტი, სადაც
მუნიციპალიტეტის მერიებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩართულობით,
მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე შემსვლელ და რეგიონიდან გამომსვლელ
მოქალაქეთა 24 საათიანი თერმოსკრინინგი.
აღნიშნული პუნქტები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის
წყალსაცავის მიმდებარედ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში – სოფ. ტვიშისა და
გელავერის უღელტეხილის ტერიტორიებზე.
,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით,
ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება
Next post „გაუშენებია კიევში ვაზი და იმას მიხედოს, კახელებს თავი დაგვანებოს“ – კახელი მევენახეები სააკაშვილის მიმართვაზე