შაბათი, დეკემბერი 20, 2025

დეპუტატის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურებს განსაზღვრავს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.

ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტში არჩეულ წევრებს. აქამდე ეს წესი მხოლოდ მაჟორიტარებზე ვრცელდებოდა და ცვლილების მიღების შემთხვევაში პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებზეც გავრცელდება.

როგორც კანონპროექტის თანაავტორი, რატი იონათამიშვილი განმარტავს, გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის პერიოდში რისკების თავიდან აცილებას ითვალისწინებს.

„დარეგისტრირდა 66 საარჩევნო სუბიექტი. მათ ჰყავთ ასევე მაჟორიტარი კანდიდატები და შეიძლება შესაბამის უწყებებს ერთდროულად 9000-მა ადამიანმა მიმართოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ცვლილებები დააზღვევს ამ საფრთხეებსა და რისკებს. რაც მთავარია, ეს ცვლილება იქნება გარდამავალი და შეეხება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტის წევრად არჩეული პირისთვის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურებს განსაზღვრავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც ყოველ დილას უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც, ყოველ დილას უნდა წავიკითხოთ. ნუ გავალთ სახლიდან ამ ლოცვის გარეშე:უფალო ყავ ეს დღე, დღედ შენი მოწყალებისა, მიეც თითოეულსა თავისი თხოვნის მიხედვით – იყავი მოძღვარი გზააბნეულთა, წინამძღოლი და სინათლე უცოდინართა, დამრიგებელი უგუნურთა, მამა ობოლთა, დამხმარე დაჩაგრულთა, მკურნალი სნეულთა, ნუგეშინისმცემელი მომაკვდავთა.მიგვიყვანე უფალო, ჩვენ ყოველნი სასურველ აღსასრულამდე შენთან, ჩვენს თავშესაფართან, ნეტარ განსვენებში.და ღირს გვყვენ უფალო, უცოდველად დაცვად ჩვენდა, დღეინდელსა ამას დღესა და ღამესაცა ამას და ვიდრე აღსარულამდე სოფლისა ამინ.შეიწყალე უფალო, ყოველი შენი დახმარების მთხოვნელი.წმ სერაფიმ პართენი კიეველი.

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი ავრცელებს.როგორც ირკვევა, Meta AI-ს ქართული ენა დაემატა და ახლა უკვე ჩატბოტთან საუბარი ქართულ ენაზეც შესაძლებელია.ვრცლად ↓

მარკო რუბიო – მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობას, ეს გზა ორ რამეს მოითხოვს, ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესში აშშ შეთანხმების თავს მოხვევას არავისთვის არ გეგმავს.მისივე თქმით, ომის დასასრულებლად პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ საჭიროა გზის გავლა.როგორც რუბიომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა დიდი დრო დახარჯა უკრაინის ომის დასრულების მცდელობაში.„ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ დედამიწაზე არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან საუბარი და გარკვევა, არსებობს თუ არა ამ ომის მშვიდობიანად დასრულების გზა. ეს არის შეერთებული შტატები. ჩვენ დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ ამ ომზე. როგორც იცით, პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ომზე უფრო მეტი შეხვედრა ჰქონდა უცხოელ ლიდერებთან და სხვებთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა თემაზე. ჩვენ უახლოეს მომავალში ვერცერთი მხარისგან  ვერ ვხედავთ დანებებას და ამიტომ მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს ამ ომის დასრულების შესაძლებლობას. მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება ორ რამეს მოითხოვს, ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და ორივე მხარემ რაღაც დათმოს“, – განაცხადა რუბიომ.

მიხეილ სარჯველაძე – ტრადიციისთვის არ გვიღალატია და 2026 წლის ბიუჯეტში კვლავაც აქტუალური რჩება სოციალური საკითხები და ადამიანი

ტრადიციისთვის არ გვიღალატია, სოციალური საკითხები და ადამიანი, როგორც ყურადღების მთავარი ცენტრი, კვლავაც აქტუალური რჩება ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.სარჯველაძემ უპასუხა კითხვას: „2026 წლის ბიუჯეტი არის დამტკიცებული, რომლის პრიორიტეტადაც ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. რა მიმართულება იქნება თქვენი სამინისტროსთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომლის მოგვარებასაც ისურვებდით 2026 წელს?“„ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა, რომ როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება, ფინანსური შესაძლებლობები ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს. საბედნიეროდ, ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით, ბოლო დროს საქართველოს ნამდვილად აქვს ასეთი შესაძლებლობები. ქვეყნის პრიორიტეტია ადამიანების სოციალური დაცვა. ბევრი რამ გვაქვს გეგმაში, იგივე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით და აქედან დაწყებული, მაგალითად, რუხის კლინიკის განვითარებით დამთავრებული. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. იქნება ახალი სერვისები, ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდება იმ რეგიონის და არა მხოლოდ იმ რეგიონის მოსახლეობას, ვინც არიან ბენეფიციარები.არის ცალკეული მიმართულებები, რომლის გამოც ამ დრომდე საჭირო იყო დედაქალაქში ან რომელიმე სხვა შედარებით დიდ ქალაქში მოსახლეობის ჩასვლას, თუმცა ხელმისაწვდომობა გახდება იქვე, რეგიონში. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივებს სასურველ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ხელმისაწვდომობა გაჩნდა კარდიოლოგიის, არითმოლოგიის მიმართულებით, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. ბუნებრივია, ყველა სიახლე იქნება დანერგილი. წინასწარ არ შემიძლია, ზუსტად ჩამოვთვალო, წლის განმავლობაში რისი დანერგვა მოხერხდება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მუდმივად მზარდი შესაძლებლობები ექნება იქნება ამ დაწესებულებას. მთელი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, კვარტალი არ გასულა, რომ ახალი, მნიშვნელოვანი სერვისი არ დამატებოდა რუხის კლინიკის მიერ შეთავაზებული სერვისების სპექტრს. ეს გაგრძელდება და მაქსიმალურად დაიხუნძლება ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო სერვისებით. ეს არის ალბათ მთავარი ღირსება, რომელიც აქვს ამ კლინიკას იმასთან ერთად, რომ სერვისებიც არის უმაღლესი ხარისხის. რა თმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომელიც უკავშირდება ცალკეული კლინიკური კერების შექმნას. ეს ეხება იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, არსებული სამედიცინო სერვისების განვითარებას, სადაც სახელმწიფო არის მიმწოდებელი. ამავდროულად, ეს უკავშირდება გარკვეული ხარჯების საკუთარ თავზე აღებას. ბუნებრივია, ცოცხალი პროცესია სამედიცინო სერვისები, რასაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ბევრი რამ გვაქვს გეგმაში. არის ცალკეული სერვისები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს დანერგვას. საზოგადოდ, მედიცინა ვითარდება გარკვეული სიახლეებია როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფის, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. იგივე კიბოს დიაგნოსტიკის მიმართულებით არის ცალკეული სერვისები, რომლებიც დასანერგია ქვეყანაში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს… იწვევს სახსრების ძლიერ ტკივილს…“ – რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად

ე.წ. ღორის გრიპს პირველი ორი დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან, 40 გრადუსიც. ასევე, სახსრების ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. კუნთების ტკივილთან ერთად, მთელი ორგანიზმის სახსროვანი პრობლემების წამოწევა,- ამის შესახებ პროფესორი, კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი საუბრობს:მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპს ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს. სითხე, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვირუსი დეჰიდრატაციას იწვევს. 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, ხველაც ჩამოყალიბდეს. ხველა იმდენად წამყვანი შეიძლება, არ იყოს პირველი-სამი დღე. თავის ტკივილიც ახასიათებს. გარდა ამისა, დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია... ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ამ პერიოდში, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებზე. ქრონიკული დაავადებები ასაკოვან ადამიანებსაც აქვთ და ახალგაზრდებსაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ოკუპაციური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა პათოლოგიები, გართულების რისკის ჯგუფში არიან. შეიძლება, პნევმონიით გართულდეს. როდესაც 3-4-5 დღე მაღალი ტემპერატურაა, სიმპტომები მილევადი კი არ არის, არამედ კიდევ და კიდევ იმატებს, ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასევე, შესაძლოა, დეჰიდრატაცია განვითარდეს. ადამიანი სითხეს ვერ იღებს და გაბრუებულია. ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს.

ბოლო სიახლეები