ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა კასპში, ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი.

„2019 წელს კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატთა ოთახები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, ასევე აღდგა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე მინი მოედანი.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლის შენობასაც, რომელიც 250 აღსაზრდელს ემსახურება.

სტადიონის და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქმედებები უნდა გამოიძიოს

ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქმედებები უნდა გამოიძიოს. კომისიამ შედეგად უნდა გააანალიზოს მიღებული ზომები მომავალი პანდემებისთვის უკეთ მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა The Zeit-ი ავრცელებს.კომისიის შემადგენობაში ბუნდესტაგის 14 დეპუტატი და 14 ექსპერტი შევა. საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა დ ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, „მწვანეებმა“ და „მემარცხენე პარტიამ“. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებმა ინიციატივის წინააღმდეგ მისცეს ხმა ან თავი შეიკავეს.კომიტეტის თავმჯოდმარე „ქრისტიან-დემოკრტაიული კავშირის“ წევრი ფრანცისკა ჰოპერმანი იქნება. კომისიამ საბოლოო ანგარიში დაახლოებით ორ წელში უნდა წარადგინოს.კომისიის შექმნის შესახებ წინადადებაში აღნიშნულია, რომ პანდემიამ მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვნება და კულტურა, ასევე სახელმწიფო და ეკონომიკა ისტორიული მნიშვნელობის პრობლემების წინაშე დააყენა და მას ჰქონდა ღრმა შედეგი. ამიტომ ამ პერიოდისა და პანდემიის დროს სახელწმიფოსა და საზოგადოების მიერ  მიღებული გადაწყვეტიულებების სამეცნიერო ანალიზი უკიდურესად მნიშვნელოვანია. კომიტეტის ამოცანებს შორისაა მთავრობის მიერ მიღებული ზომების შეფასება.

შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ სტატუსს, სადაც რეზოლუციაში მისი გათავისუფლების მოხსენიებისთვის რასა იუკნევიჩიენესა და ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის.„პოლიტიკური კლიენტელიზმი აშორებს ევროკავშირს საბაზისო ევროპული ღირებულებებისგან, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას ევროპარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის ვოტუმი ჩავარდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მხარი არ დაუჭირა 360-მა ევროდეპუტატმა.კენჭისყრაში სულ 553 კანონმდებელი მონაწილეობდა. გადაყენების მომხრე იყო 175, თავი შეიკავა 18-მა.ინიციატივით 75 ევროპარლამენტარი გამოვიდა. ისინი ევროკომისიას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ, ბრალდებებს შორის არის გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაც.

კახა კალაძე – ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და ჰქონდათ მცდელობები, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკომისიის მიერ გადაცემული თანხების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„რა თქმა უნდა, ის, რაც ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, წახალისებული და დაფინანსებული იყო გარედან – ევროკავშირის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან; ამ ყველაფერში ასევე ჩართული იყო ამერიკული ორგანიზაციები. მთავარი მიზანი და მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. ამას ისინი ცდილობდნენ სხვადასხვა გზით და ამ ყველაფრის გამტარები იყვნენ ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად დაცლილები არიან იმ ყველაფრისგან, რასაც, ზოგადად, არასამთავრობოს სტატუსი და შინაარსი გულისხმობს. ისინი, ჩვეულებრივ, ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, რევოლუციურ სცენარში იყვნენ ჩართული და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალს“დაამარცხა და ფინალშია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად დაამარცხა (4:0) და ფინალში ითამაშებს.ფრანგებმა შეხვედრა იდეალურად დაიწყეს და მადრიდელთა მცველების შეცდომებით კარგად ისარგებლეს: მე-6 წუთზე უსმან დემბელემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დამატებაზე ფაბიან რუისმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში თავად დემბელემ გაიტანა. 24-ე წუთზე კი რუისმა დუბლი შეასრულა და პსჟ 3:0 დაწინაურდა.ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის ოცნების გუნდთან, „რეალთან“ სათამაშოდ მოედანზე მოტივირებული გავიდა, რამდენჯერმე სცადა გატანა და მცველებმა დარტყმა დაუბლოკეს, 38-ე წუთზე კი სწრაფ კონტრშეტევაზე მცველი ჩამოიშორა და დაგვირგვინება შეეძლო, მაგრამ ბურთი აეჭრა და მიზანს ასცდა.შესვენებამდე მოპოვებული დიდი უპირატესობის შემდეგ მეორე ტაიმმა ფორმალური სახე მიიღო. „რეალი“ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა, პარიზული გრანდი კი ძალებს ზოგავდა და მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა. ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშე ნაადრევად დაასვენა და ხვიჩა კვარაცხელიაც 59-ე წუთზე შეცვალა.საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა – 4:0.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“დაუპირისპირდება. გადამწყვეტი შეხვედრა 13 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება.

ბოლო სიახლეები