სამშაბათი, ივლისი 15, 2025

მამუკა მდინარაძე – არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას, როგორც იქნა მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა და აღიარა უმძიმესი დანაშაულები

არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას, როგორც იქნა მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა და აღიარა უმძიმესი დანაშაულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოდიშით აღიარა ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისი სატელიტები და თანამზრახველები ამ აღიარების შემდეგაც ვერ ბედავენ, რომ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ.

„როგორც იქნა, ამ კაცმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო წლების განმავლობაში, რაც ის ხელისუფლებაში აღარ არის, მან პირველად გაბედა და გამოიყენა ფრაზა – უმძიმესი შეცდომები. აქამდე ამას უბრალოდ შეცდომებს არქმევდნენ, სინამდვილეში კი ძალიან მძიმე დანაშაულებია, რაზეც სასამართლოს მიერ განაჩენია დამდგარი.

ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაგალითად, „ნაცმოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ღალატი ჩაიდინა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა ეს თავის ვიდეოკლიპში აღიარა. ასევე, მან აღიარა, რომ ამ ქვეყანაში მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა და შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ სიღარიბე თურმე მხოლოდ 34-დან 30 პროცენტამდე შემცირებულა. თურმე განვითარება ყოფილა ფასადური, თურმე ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე იმდენად გააპიარეს, რომ მოჩვენებითი წარმატების ილუზია შეუქმნეს მოსახლეობას. ადამიანის უფლებები იმდენად იყო „დაცული“, რომ როდესაც ოჯახის წევრები სამზარეულოში გადიოდნენ, ტელეფონებს მეორე ოთახში ტოვებდნენ, რომ რამე არ წამოსცდენოდათ, რისთვისაც მერე პასუხისგებაში მისცემდნენ ან აწამებდნენ. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა აღიარა და უბრალოდ ამას უმძიმესი შეცდომები დაარქვა და არა – უმძიმესი დანაშაულები, რაც უფრო სწორი იქნებოდა.

გუშინ თანამზრახველები ამ უმძიმეს დანაშაულებში და დღეს მისი სატელიტები ვერ ბედავენ, რომ მას პოლიტდევნილი არ დაარქვან. ხომ, ვიცით, რომ ის იყო ბელადი და დანარჩენი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მათი უდიდესი ნაწილი, დაკვეთის  შემსრულებელი იყო. დღეს ისინი ვერ ბედავენ, რომ არათუ პასუხი აგონ ამ დანაშაულზე, არამედ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ; რამდენიმე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებასაც ვერ ბედავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდის მიზანი იყო არჩევნებზე ხმების მოპოვება და არა სინანული.

„არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას. ამ მიზნით როგორც იქნა წამოსცდა და აღიარა უმძიმესი შეცდომები და დანაშაულები. ამის შემდეგ კიდევ ბედავენ და საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს პოლიტდევნილი. მათ გარდა ამას აღარავინ ლაპარაკობს, არც ამ ქვეყანაში და არც ამ ქვეყნის გარეთ. ჩემი აზრით, ყველას უნდა მოეკითხოს დღეს პასუხი, ვინც მის მესიჯებს ახმოვანებს და „აპრავებს“; რას იტყვიან დღეს, როდესაც მათმა ბელადმა თავად აღიარა წლების შემდეგ ის უმძიმესი დანაშაულები, იღებენ თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას

აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს.„50-დღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ არ გვექნება არჩევანი. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეთანხმება გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – არაერთხელ ვფიქრობდი, რომ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არაერთხელ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულია შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ბიზნესლიდერებთან სამიტის დროს განაცხადა.„სახლში რომ დავბრუნდებოდი, პირველ ლედის ვეუბნებოდი, ვლადიმერთან ძალიან მშვენიერი საუბარი მქონდა, მგონი დავასრულეთ. შემდეგ ვრთავდი ტელევიზორს, ან მელანია მეტყოდა: „ეს უცნაურია, რადგან ახლახანს მოხუცებულთა თავშესაფარი დაბომბეს““,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

ბოლო სიახლეები