კვირა, მაისი 17, 2026

გიორგი გახარია – ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი და მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს

 

დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა შინდისის გმირების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა. ეს ის ადამიანები არიან, ეს ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად, მტერს დაუპირისპირდნენ და არ დაუთმეს არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო. ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა სახელი უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით. მაგრამ, ამასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც მთავარია, მშვიდობაზე ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება. ქვეყანაში ვერაფერი განვითარდება თუ არ იქნება მშვიდობა – ვერც ტურიზმი, ვერც ეკონომიკა, ვერც განათლება, ვერაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის უმთავრესი საზრუნავი ადამიანზე ზრუნვაა.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე. ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი. ადამიანი ყველა მიმართულებით – მისი ჯანმრთელობა, მისი ეკონომიკური კეთილდღეობა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ, თქვენთან ერთად გვიწევს, ვებრძოლოთ, როგორც ეპიდემიას, ასევე უნდა ვიბრძოლოთ ეკონომიკის აღორძინებისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული საქართველო, თუ თითოეული ოჯახი საქართველოში არ იქნება წარმატებული. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი არის კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილი. ამიტომ, დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს პანდემიიდან გამომდინარე, კახელი გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, მას სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს და დაეხმაროს, განსაკუთრებით დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენ გლეხს დავეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, იზრუნოს თავის თავზე, თავის ჯახზე. დღეს, როდესაც პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში, ჯანმრთელობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქართულ ოჯახს დააკლდა შემოსავალი. საქართველოში აღარ გვყავს ბევრი ტურისტი, რომელიც თითოეული თქვენთაგანის შემოსავალი იყო. ქვეყანაში შემოსული ტურისტი მიდიოდა თითოეული გლეხის ოჯახამდე. ამიტომ, ჩვენ ვდგევართ სოფლის მეურნეობის, ჩვენი ფერმერების, ჩვენი გლეხების გვერდით და ვიდგებით ბოლომდე, სანამ ქართული მეღვინეობა არ დადგება ფეხზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა ლაგოდეხში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, რომელიც უნდა დასრულდეს.

„ლაგოდეხში ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არავინ ამბობს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, მარამ მთავარია ის, რომ ბევრი ძლიერი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ. დაწყებულია წყალმომარაგების რამდენიმე პროექტი, მაგრამ ლაგოდეხის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი დასასრულებელია. დაწყებულია საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია. კაბალში ასაშენებელია ახალი სკოლა, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა გასაგრძელებელია ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა – გზების პირველ რიგში, იმისთვის, რომ ლაგოდეხმა რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს და ბარაქა შემოვიდეს რაიონში. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამის საფუძველი არის ერთადერთი წარმატებული ქართული ოჯახი, წარმატებული საქართველო, ძლიერი ეკონომიკა და ევროპული ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს სასურველი ჩვენი ძმებისთვის, რომ გავერთიანდეთ ერთ მთლიან, ერთობლივ სახელმწიფოში. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კანდიდატი თქვენთან არის ყოფილი გუბერნატორი, ადამიანი, რომელმაც ყველა ის დეტალი, ყველა ის პრობლემა, რომელზეც მე ვისაუბრე იცის ზედმიწევნით კარგად, ამიტომ, როგორც კი თქვენთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და ის იქნება არჩეული, მეორე დღესვე მისი ძირითადი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება. არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე ემსახურო შენს მოქალაქეებს. მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„საქართველოს შეუძლია რეგიონული სატრანზიტო ცენტრი გახდეს“-ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი თბილისშია

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი საქართველოს სტუმრობს. ლეგენდა თბილისშია  - წერს ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ხელმძღვანელი ნიკა ესაკია და კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.ფონდის ინიციატივით დღეს მარჯანიშვილის თეატრში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც ორნელა მუტიც მონაწილეობს.

„საქართველოს შეუძლია რეგიონული სატრანზიტო ცენტრი გახდეს“-დასავლეთ საქართველოს გზებზე მოგზაურობის შემდეგ ალი მოჯანი საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს

,,უკვე ორი დღეა დასავლეთ საქართველოში, გზებს, ქუჩებსა და სოფლის ბილიკებს მივუყვები. ეს გზები გაზაფხულზე ამ ქვეყნის ბუნებას ადამიანის თვალწინ ცოცხალ ტილოდ წარმოსახავენ. საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად შეუძლია, უმასპინძლოს ბუნების მოყვარულებს მთებში, ტყეებში, ველებსა და ხეობებში; კულტურისა და ისტორიის მოყვარულები რამდენიმე ათასწლეულის ძეგლებთან მიიყვანოს; ხოლო გემოსა და სასმელების დამფასებლებს გააცნოს ისეთი არომატები და გემოები, რომლებიც ამ ერის იდენტობის ნაწილად იქცა. ამ ორდღიანი მგზავრობისას, რომელმაც ათას ორას კილომეტრზე მეტი მოიცვა, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ამ ქვეყნის საგზაო ქსელმა მიიპყრო. ავტობანებიდან და მაგისტრალებიდან დაწყებული, პატარა სოფლის გზებით დასრულებული — ყველა მათგანს აქვს პოტენციალი, საქართველოს სილამაზისა და მიმზიდველობის ნაწილად იქცეს. თუმცა ამ დიდ შესაძლებლობასთან ერთად, თვალში საცემი კიდევ ერთი საკითხიც არის: საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილის მოძველება და დაზიანებები, რომლებიც ზოგიერთ მონაკვეთზე მძიმე მოძრაობისა და სატრანზიტო დერეფნების დატვირთვის შედეგად გაჩნდა. ბოლო დღეებში მწუხარებით შევიტყვე, რომ მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში რამდენიმე ადამიანი საგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა. ამ მოგზაურობის დროს მეც საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე ავარია — შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ გზის საფარის დაზიანებით, ასფალტის ტალღოვნებით ან ინფრასტრუქტურის დაზიანებით იყო გამოწვეული. საქართველო თავისი ეკონომიკური, ტურისტული და სატრანზიტო მომავლისთვის საჭიროებს უფრო ფართო ინვესტიციებს საგზაო ქსელის განახლებასა და გამაგრებაში. ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ წერტილში მდებარეობს, თუკი შეძლებს თავისი საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაძლიერებას, არა მხოლოდ მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს საკუთარ მოსახლეობას, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, ტრანსპორტისა და ტურიზმისთვისაც. გზად ვესაუბრებოდი ირანში გზებისა და ხიდების მშენებლობის ერთ გამოცდილ კონტრაქტორს. მისი აზრით, საქართველო, საკუთარი საგზაო ქსელის გაძლიერებით, შეიძლება რეგიონში ტვირთისა და მგზავრთა გადაადგილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარშრუტად იქცეს და საკუთარ ხალხს მდგრადი კეთილდღეობა მოუტანოს. მან ერთი ფრაზა თქვა, რომელიც, როგორც ჩანს, ირანელ კონტრაქტორებს შორის ერთგვარ დევიზად და სამუშაო პრინციპად ითვლება. ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა: „კარგი ასფალტი, პროგრესისკენ მიმავალი მტკიცე ნაბიჯების საყრდენი წერტილია''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

უკრაინელი ჟურნალისტის, დარინა ჩიჟის განცხადებით, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დაკავებული ანდრეი ერმაკისთვის გირაოთი განსაზღვრული თანხის ნაწილი გადაიხადა.ჩიჟი ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, სადაც აქვეყნებს ფოტოებს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ, ფოტოზე თანხის ოდენობა დაფარულია.დარინა ჩიჟი  ტელეარხებზე „1+1“-სა და  „СТБ“-ზე მუშაობდა და ასევე იყოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანიც.„მე მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის სამართლიანობა და სადაა მისი სახელით შენიღბული ანგარიშსწორება. ამიტომ დღეს შემაქვს გირაო ანდრეი იერმაკისთვის. ეჭვი არ მეპარება, სააკაშვილი თავისუფალი რომ ყოფილიყო, ის ზუსტად ასევე მოიქცეოდა“, – წერს ჩიჟი.ამის შემდეგ კი აქვეყნებს პოსტს სადაც წერს: „ერმაკი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ, მე უკვე – კი“.როგორც Чесно წერს, დარინა ჩიჟი ხელმძღვანელობს ადვოკატთა გაერთიანებას „ბოგომაზოვი და პარტნიორები“ და არის მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი და საარჩევნო სიაში 35-ე ნომრად ფიგურირებს.ცნობისთვის, 14 მაისს უკრაინის ანტიკორუფციულმა უზენაესმა სასამართლომ ანდრეი ერმაკს 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, 140 მილიონი გრივნის ოდენობით გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ერმაკმა განაცხადა, რომ მას ასეთი თანხები არ გააჩნია და აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება.გამოცემის ცნობით, ერმაკის სახელზე 58.8 მილიონი გრივნა იქნა შეტანილი.

როდის გამოიდარებს საქართველოში

17  მაისი - კვირადასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით  +19, +24°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ღამით  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +21, +26°;  მთაში ღამით +3, +8°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°,ზოგან +19°-მდე.18 მაისი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით  +19, +24°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, დღისით  ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +21, +26°;  მთაში ღამით +2, +7°, დღისით +19, +24°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°,ზოგან +19°-მდე.

შესაძლოა ჭიებს ჭამდეთ ისე, რომ ამის შესახებ არც კი იცოდეთ… – არუნ ხათრის გაფრთხილება

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არინ ხათრი გამომწერებს მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს, რომელიც სუშის მირთმევის დროს დაშვებულ შეცდომას ეხება.„სუში არის ძალიან საშიში საჭმელი, მისი ჭამის დროს შეიძლება პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს. ამიტომ არსებობს წესები. მინუს 30, 35 გრადუსამდე ინახება ეს უმი თევზები, რომ შემდეგ ადამიანმა ის უკვე მიირთვას. ჩვენ ხშირად ვხედავთ შეფუთულ მდგომარეობაში სუშს მარკეტებში, სადაც რა თქმა უნდა არ არის ის ტემპერატურა რაც ამ პროდუქტის შენახვას სჭირდება. წარმოიდგინეთ, ეს პარაზიტი რომ ადამიანის ორგანიზში მოხვდეს, შემდეგ მისი გარეთ გამოყვანა რთულია. ასე რომ სუშის მოყვარულებო იყავით ფრთხულად“ - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში არუნ ხათრი.

ბოლო სიახლეები