ნათია თურნავა: Wizz Air-ი საქართველოს ბაზრიდან არ გადის
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავან განაცხადა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს ბაზრიდან არ გადის და ფრენების აღდგენის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.
„კორონავირუსის პანდემიამდე ავიაკომპანია 30 მიმართულებით დაფრინავდა, ასევე გეგმავდა 10 მიმართულების დამატებას. Wizz Air-ი არსად არ გადის. ამას თვითონ კომპანიაც დაადასტურებს, რომ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. კომპანია რჩება ერთგული თავისი მომხმარებლების“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება, საქართველოში ბაზირებული საჰაერო ხომალდების Wizz Air-ის მიერ უნგრეთში გადაიყვანას, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ეს ტექნიკური საკითხია და ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებით დანახარჯის შემცირებას ცდილობს.
„Wizz Air-ი არსად არ გადის. ელოდება ჩვენს შეტყობინებას, უკვე შემოსულია მისი განაცხადი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. რა მომენტშიც ჩვენ ჩავთვლით, რომ ვართ მზად და გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, კომპანია მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას კომპანია უახლოეს საათებში დაადასტურებს“, – აღნიშნა თურნავამ.
Wizz Air-ი ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...