ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026

რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ და ზოგ შემთხვევაში ბრალდებების ნაწილს მისი ოჯახის წევრებზე ანაწილებენ მამუკა მდინარაძე  

 

”იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოდიოზური კრიმინალის, ჟორიკა რურუას მფარველობაზე არიან გადასულები და ის საკუთარ ლიდერად გამოაცხადეს, ბერა ივანიშვილს დააბრალეს დანაშაულში ბრალდებულების მფარველობა“ – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ გუშინდელ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ამ ბოროტ და კრიმინალურ ძალას ხელში საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ბრძოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, მედიასაშუალება დარჩა და რადგან ხალხზე ფიზიკურად ვეღარ ძალადობენ, სიცრუით და ცილისწამებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას” – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები, მათი ეგრედწოდებული ექსპერტები და მედიასაშუალებები ხელებს იფშვნეტდნენ, რომ საქმე იქნებ გაუხსნელი დარჩენილიყო, მაგრამ როგორც კი პოლიციამ 17 ბრალდებული დააკავა, ნერვებმა უმტყუნათ და უკადრებელის კადრებაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სცადეს – ბრალდებულების მფარველობა გამოგონილი ფაქტებით და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული ვარაუდებით, ბერა ივანიშვილს დააბრალეს.
,,ესენი სულ გაგიჟდნენ” – ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მოკლე შეფასება ნაციონალური მოძრაობის რუპორი ტელევიზიების უბინძურეს ტყუილებზე, რომელიც ხალხისგან მომისმენია.
ამ ბოროტ და კრიმინალურ ძალას ხელში საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან ბრძოლის ერთადერთი ინსტრუმენტი, მედიასაშუალება დარჩა და რადგან ხალხზე ფიზიკურად ვეღარ ძალადობენ, ამ ინსტრუმენტით – სიცრუით და ცილისწამებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას.
როდესაც საქართველო და მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, ისინი ებრძოდნენ ექიმებს, ხალხს და ქვეყანას, იდგნენ ვირუსის მხარეს და ფეიკ-ნიუსებით ზაფრავდნენ ხალხს.
გამანადგურებელი მარცხი განიცადეს საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესშიც და სრული ლუსტრაციის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სიტუაციის ესკალაციის და არეულობის მოწყობის გარდა პერსპექტივა არ გააჩნიათ.
სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა ამაზრზენი იყოს, გადაწყვიტეს ერთ-ერთ მაშველ რგოლად 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი გამოეყენებინათ და ეს უმძიმესი ტრაგედია სახალხო მღელვარების საბაბად ექციათ.
მთელი კვირის განმავლობაში ყველანი ვხედავდით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები, მათი ეგრედწოდებული ექსპერტები და მედიასაშუალებები ხელებს იფშვნეტდნენ, რომ საქმე იქნებ გაუხსნელი დარჩენილიყო, მაგრამ როგორც კი პოლიციამ 17 ბრალდებული დააკავა, ნერვებმა უმტყუნათ და უკადრებელის კადრებაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება სცადეს – ბრალდებულების მფარველობა გამოგონილი ფაქტებით და ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული ვარაუდებით, ბერა ივანიშვილს დააბრალეს.
ხელწერა უცვლელია, სხვას აბრალებენ იმას, რასაც თავად აკეთებენ: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ოდიოზური კრიმინალის, ჟორიკა რურუას მფარველობაზე არიან გადასულები და ის საკუთარ ლიდერად გამოაცხადეს, ბერა ივანიშვილს დააბრალეს დანაშაულში ბრალდებულების მფარველობა.
თუმცა ყველა ხვდება, რომ სამიზნე არც ბერაა და არც მაგალითად ალეკო ივანიშვილი, რომელსაც ,,გამთავრებულმა” ,,ტვ პირველმა” ირანული ნავთობით ვაჭრობა დააბრალა.
სამიზნე უცვლელია – ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” თავისი უბედურების მთავარ მიზეზად მიიჩნევს და სხვათა შორის, სრულიად სამართლიანად, რადგან ამ ადამიანმა ქართველ ხალხთან ერთად ჩამოართვა ნაცებს ხალხზევე ძალადობის ფიზიკური ინსტრუმენტები, მოახდინა მათი სრული ლუსტრაცია და რევანშის შანსიც გაუნულა.
სწორედ აქედან მოდის პერმანენტული საინფორმაციო შტურმი, სადაც უკვე რვა წელია ყველა პრობლემის, ნამდვილის თუ მოგონილის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ და ზოგიერთ შემთხვევაში ბრალდებების ნაწილს მისი ოჯახის წევრებზე გადაანაწილებენ ხოლმე.
,,ნაციონალური მოძრაობის” სქემაში სიკეთე – ბოროტება, შენება – ნგრევა, მშვიდობა – დესტაბილიზაცია, ქველმოქმედება – მომხვეჭელობა, ბუნებაზე ზრუნვა – ბუნებაზე ძალადობაა და როცა ფაქტები არ არსებობს, მისი მოგონება არც ნაცებისთვის, არც ,,მთავარი არხისთვის” და არც მათი კრიმინალური კლასტერის სხვა წარმომადგენლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ბოლო სიუჟეტიც ამ ბინძური კამპანიის ნაწილი და წარმოუდგენელი ბოროტებაა, სადაც არა პოლიტიკოსს, არამედ მის შვილს აბრალებენ დანაშაულს მამის ,,გასაშავებლად”.
რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ – რადიკალური ოპოზიცია მსგავსი ქმედებების გამო გარდაიქმნა კრიმინალურ ოპოზიციად. კრიმინალებს სჯის მართლმსაჯულება, ხოლო კრიმინალურ ოპოზიციას – ხალხი. განაჩენი 31 ოქტომბერს გამოცხადდება!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

https://www.facebook.com/1577443435885416/posts/2309595239336895/?d=n

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მკლავი მომირჩინა…“ – წყარო ტაძარში, რომელიც ბევრ სნეულებას კურნავს

სოფელ ოფრეთში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს ნათლისმცემლის (ზიარების) სახელობის უნიკალური ტაძარი. მისი მთავარი სიწმინდე არის სასწაულმოქმედი წყარო, რომელიც პირდაპირ ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელთან ამოდის და საკურთხეველთან ახლოს მოედინება. ხალხური გადმოცემით, უშვილობისა და სხვადასხვა სნეულებისგან განკურნებისთვის არის ცნობილი.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს და მორწმუნეები თავიანთ გამოცდილებაზეც ხშირად წერენ. ერთ-ერთი მორწმუნე წერს, რომ ნატკენი მკლავი მოურჩინა და ტკივილი აღარ აწუხებს.ნახეთ კადრები ↓

ირაკლი კობახიძე – კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს და სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს

ათწლეულების განმავლობაში საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, მტკიცე მხარდაჭერით პასუხობდა.ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე – გლობალურ კონტექსტში სულ უფრო იზრდება. ამას განაპირობებს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური მნიშვნელობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობა. სამხრეთ კავკასიის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ფონზე, საქართველოს როლი კრიტიკულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.„მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. საქართველო გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველვყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ოპტიმიზმს, ღრმად კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის მიმართ.პარტნიორობის ამ სულისკვეთებით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ჩვენი ერების მეგობრობა წარმატებით გაგრძელდეს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში – მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, "ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილი განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს "ზეზეული გვამი" უწოდა.წულუკიანი "ლელოს" სააკაშვილის გამოყენებულებს უწოდებს და ინტერესდება, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ ადგათ მათ ყელზე, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ იყენებდა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის რეკეტისთვის "ლელოს" წარმომადგენლებს."ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოები სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!" - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში. 

ირაკლი ქადაგიშვილი – დავით საყვარელიძის განცხადება არაკორექტულია, მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი, ქვეყანაზე ამდენი შეტევა ამით არის გამოწვეული

რომელიმე ქვეყნის მაგალითის გადმოტანა, როგორც წესი, უხეში და არასწორია, რამაც შეიძლება, კატასტროფამდეც მიგვიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც, შეიძლება, ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“.„მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო გადანაწილება იაპონიას ძვირი დაუჯდა. იაპონიის მასშტაბები საქართველოსგან განსხვავებულია. ვნახეთ, ირანისა და ამერიკის დაპირისპირებამ ყურეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არსებობდა წარმატებულ არაბულ ქვეყნებში, როგორებიცაა კატარი, ემირატები და ა.შ. კონფლიქტოს დროს ეს ქვეყნები ირანის დარტყმების სამიზნე გახდნენ. ანუ, საქართველო, შეიძლება, ზუსტად ისე აღმოჩნდეს ირანის სარაკეტო დარტყმების სამიზნე, თუ ჰიპოტეტურად ამ სცენარს განვიხილავთ. ამიტომ, როცა ასეთ საკითხებზეა საუბარი, ასეთი განცხადებები არაკორექტულია. ამ ადამიანების ფილოსოფია და დამოკიდებულება, ხომ იცით, რა არის უკრაინის ომთან დაკავშორებით? მათი პოზიციაა, რომ უკრაინის ომში საქართველოს ჩართულობით მოხდებოდა რუსეთის დამარცხების წინაპირობა და ამ ფონზე მათ ხელისუფლებაში მოსვლა წარმოუდგენიათ. მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი. მათთვის ქვეყანა არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. გახსოვთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა როგორ ადვილად დათმო, რომ უკრაინაში პოლიტიკური კარიერა გაეგრძელებინა. მათთვის ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობაა, რომელიც გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება და ამ
შემთხვევაში საქართველო გამოსაყენებელი ერთ-ერთი გეოდრონია, რომელიც თავს ჯერ არავის აყენებინებს. ქვეყანაზე ამდენი შეტევა და ზეწოლა სწორედ აქედან არის გამოწვეული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანა წითლიძე – ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ ნიკა გილაური საარჩევნო კამპანიაში იყო არაფორმალური ლიდერი, მისი წერილი ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც

ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ითქვა: ელენემ დაადასტურა, რომ გილაური აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ახლების“ საარჩევნო კამპანიაში, როგორც არაფორმალური ლიდერი, თუმცა, არაფერს ამბობს ფინანსურ საკითხებზე. მათ შორის უარყოფს ვერსიას, რომ გილაური შუალედურ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას პოსტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.როგორც წითლიძე აღნიშნავს, ელენე ხოშტარიას ეს წერილი ერთდროულად ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც.„ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ პირად ხარჯებსაც ფარავდა — მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით.ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება“, – წერს ანა წითლიძე.ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს: „არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე“. ამასთან, ელენე ხოშტარიას პოსტში ნათქვამია, რომ მას „მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ნიკა გილაურისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის“.შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

ბოლო სიახლეები