მამუკა მდინარაძე: გიგი წერეთელი რუსი დეპუტატების მხარდაჭერითაა და ამაზე კომენტარები აქვს გაკეთებული – ასეთი თუ ისეთი, აღარ აქვს მნიშვნელობა
მამუკა მდინარაძე: რუსი დეპუტატების მხარდაჭერით იქნა არჩეული გიგი წერეთელი და ამასთან დაკავშირებით, კომენტარები აქვს გაკეთებული – ასეთი თუ ისეთი, აღარ აქვს მნიშვნელობა
რამდენიმე სააგენტოა, სადაც დაფიქსირებულია ის ფაქტი, რომ გიგი წერეთელი მადლობას უხდის რუსეთის დუმის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მას მხარი დაუჭირეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მისი თავმჯდომარის პოსტზე განწესებასთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტი,- ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, გიგი წერეთელს გამოეხმაურა.
„სად უნდა წაიღოთ ფაქტი იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებმა, თან კოვალიოვი იყო ფსბ-ს ხელმძღვანელი და ამ ადამიანის მხარდაჭერით ხართ ამ თანამდებობაზე განწესებული. ოდიოზური ფიგურები იყვნენ ჩამოსულები საქართველოში, მაშინ აწყობდათ ეს ამბავი და არ ახსოვდათ ის კანონი, რომელზეც გიორგი კანდელაკი საუბრობს. ჩვენ შემთხვევით არ ვახსენებთ რეზოლუციას, სადაც იყო მოღალატეობრივი ჩანაწერი მხარდაჭერილი ამ ადამიანების მიერ. სპუტნიკზე“ იყო საუბარი, რაც მე ვაჩვენე, პირად საუბარში. „სპუტნიკს“ მე ჩამოვუდექი და მივეცი ინტერვიუ თუ რაში იყო საქმე? რუსული წყაროებიდან ხელმძღვანელობსო – „სპუტნიკს“ მე ჩამოვუდექი და მე მივეცი ინტერვიუ? თუ „ლიბერალიც“ რუსული წყაროა? ეს არის მათი მთლიანი გენეტიკური კოდი, მათი პოლიტიკური ძალის გენეტიკური კოდი და დავანებოთ თავი, ვინ რა თქვა, არ თქვა, გაუყალბეს თუ არა – მათ რეზოლუციას თავის დროზე დაუჭირეს მხარი და ეს იყო ღალატი რუსეთის სასარგებლოდ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...